აძაბის გვირაბიკარსტული წარმონაქმნი საქართველოში, აფხაზეთის ა/რ-ში, სოხუმის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აძაბის მღვიმის სამხრეთით 20 მ-ზე. ვრცელდება ზღვის დონიდან 250 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. წარმოადგენს 45 მ სიგრძის აღმავალ გვირაბს, რომელიც ძლიერ მეანდრირებულია. გვირაბის საშუალო სიგანე 0,5 მ-ია, ხოლო სიმაღლე 1-1,5 მ არ აღემატება. მღვიმე ვიწრო ნაპრალით იხშობა. ქიმიური ნალექებიდან გვხვდება მაკარონისებური სტალაქტიტები, მექანიკურიდან — ცალკეული ლოდები. ჰავა სტატიურია. მღვიმეში გაედინება პატარა ნაკადი. ბინადრობენ ღამურები, მწერები, ობობები. ადვილი გასასვლელია. შედგენილია გეგმა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966.