აცტეკების კალენდარი

აცტეკების კალენდარი — დროის გაზომვის სისტემა, გამოიყენებოდა მესოამერიკულ ხალხებში. პირველად ეს სისტემა ჰქონდათ ოლმეკებს, დაახლოებით, 3500 წლის წინ, რის შედეგადაც ის გავრცელდა ცენტრალური მექსიკის კულტურებსა და ხალხებში, მათ შორის: მაიაში, საპოტეკებსა და აცტეკებში.

სტატიები აცტეკებზე
აცტეკების ცივილიზაცია
საზოგადოება
აცტეკების ენა
რელიგია
მითოლოგია
ფილოსოფია
კალენდარი
მედიცინა
ისტორია
აცტლანი
კოდექსები
საომარი ხელოვნება
აცტეკების სამთა კავშირი
აცტეკების იმპერიის დაპყრობა ესპანელების მიერ
ტენოჩტიტლანის დაცემა
მწუხარების ღამე
მონტესუმა II
ერნან კორტესი

კალენდარი შედგებოდა ორი პარალელური ციკლისგან: საერო 365-დღიანი ჰიუპოუალი (ნაუატ. xiuhpohualli, რაც ნიშნავს „წლების დათვლას“, შეესაბამება მაიას კალენდარ ხააბს) და რიტუალური 260-დღიანი ტონალპოუალი (ნაუატ. tonalpohualli, რაც ნიშნავს „დღეების თვლას“ ან „ბედისწერების თვლას“, შეესაბამება მაიას კალენდარ ცოლკინუს). ჰიუპოუალი და ტონალპოუალი ემთხვეოდა ყოველ 52 წელიწადში ერთხელ და ქმნიდა ე.წ. „საუკუნეს“, რომელსაც „ახალი ცეცხლი“ ეწოდებოდა. აცტეკებს სწამდათ, რომ ყოველი 52-წლიანი ციკლის მიწურულს, სამყაროს საშიშროება ემუქრებოდა, ამიტომაც ახალი ციკლის დაწყებას დიდი დღესასწაულებით ხვდებოდნენ. ასი „საუკუნე“ ადგენდა 5200-წლიან ერას, რომელსაც ერქვა „მზე“. ამ სისტემასთან შეთანხმებით ამჟამად ჩვენ ვცხოვრობთ მეხუთე ერაში, „ოთხ მიწისძვრაში“, რომლის "მზეც" არის ღმერთი ტონატიუ.

აცტეკები თვლიდნენ, რომ ორივე კალენდარს ჰქონდა ღვთიური წარმომავლობა: პირველს აკავშირებდნენ კეცალკოატლთან, ხოლო მეორეს — ოჰომოკოსა და სიპაკტონალთან, ასტროლოგიისა და კალენდრების ღვთაებებთან.

კალენდრული წელიწადი იწყებოდა აღმოსავლეთ ჰორიზონტზე პლეადების გამოჩენასთან ერთად.

მზის ქვის რეპლიკა, ასევე შეცდომით უწოდებენ „აცტეკების კალენდარს“.

საერო კალენდარი რედაქტირება

საერო კალენდრის საფუძვლად აღებული იყო მზის წელიწადი. ამ კალენდრის მეშვეობით აცტეკები იგებდნენ თარიღებს და იმ რიტუალებისა და ცერემონიების ხანგრძლივობას, რომლებიც სოფლის მეურნეობასთან იყო დაკავშირებული. კალენდარი შედგებოდა 18 თვისგან, თითოში 20 დღით. ხუთი დღე ადგენდა ერთ კვირას. წელიწადი რომ ასტრონომიულის შესაბამისი ყოფილიყო, წლის ბოლოს უმატებდნენ ნემონტემებს — 5 ცარიელ დღეს.

ნაკიანი წელიწადის პრობლემა იჭრებოდა ყოველ ოთხ წელიწადში ერთი დღის გაორმაგებით. გრიგორიანულ კალენდართან ზუსტი თანაფარდობის დამყარება ვერ მოხერხდა, მაგრამ ბევრი ავტორი ვარაუდობს, რომ აცტეკების წელიწადი თებერვლის პირველ დღეებში იწყებოდა.

ჰიუპოუალის წელი იღებდა ერთ-ერთ დასახელებას იმ 52 კომბინაციიდან, რომლებიც შედგებოდა 1-დან 13 რიცხვებისა და ტონალპოუალის ოთხი სიმბოლოსგან (იხ. ქვემოთ): კალი (სახლი), ტოჩტლი (კურდღელი), აკატლი (ლერწამი), ტეკპატლი (კაჟი). მაგალითად, ერნან კორტესი შეხვდა მონტესუმა IIს 1-ლი ლერწმის მე-8 ქარის წელში (ანუ 1519 წლის 8 ნოემბერი).

თვის დასახელება მფარველი ღვთაება და რიტუალები
1 ატლკაუალო (წყლის შეწყვეტა) ტლალოკი, ჩალჩიუტლიკუე ბავშვების მსხვერპლად შეწირვა წყლის ღვთაებებს
2 ტლაკაჰიპეუალისტლი (ადამიანების გატყავება) ჰიპე-ტოტეკი მებრძლების მსხვერპლად შეწირვა; ქურუმის ცეკვა გატყავებულ კანთან
3 ტოსოსტონტლი (მცირე სიფხიზლე) კოატლიკუე, ტლალოკი მსხვერპლის კანის დამარხვა, ბავშვების მსხვერპლად შეწირვა
4 უეიტოსოსტლი (დიდი სიფხიზლე) სენტეოტლი, ჩიკომეკაკოატლი ახალი სიმინდის კურთხევა; გოგონას მსხვერპლად შეწირვა
5 ტოჰკატლი (გვალვა) ტესკატლიპოკა, უიცილოპოჩტლი ღმერთების განსახიერებების მსხვერპლად შეწირვა
6 ეცაკლუალისტლი (კერძი სიმინდისა და ცერცვისგან) ტლალოკი წყლის ღვთაებების განსახიერებების რიტუალური გაგუდვა; რიტუალური განბანვა და ცეკვები
7 ტეკუილუიტონტლი (ღმერთების პატარა ნადიმი) ჰუიჰტოჩიუალი, ჰოჩიპილი ღმერთების განსახიერებების მსხვერპლად შეწირვა
8 უეიტეკუიუტლი (ღმერთების დიდი ნადიმი) ჰილონენი ახალგაზრდა სიმინდის ქალღმერთის დღესასწაული
9 ტლაჰოჩიმაკო (ყვავილების დაბადება) უიცილოპოჩტლი ღმერთების ყველა გამოსახულება ირთვება ყვავილების გვირგვინებით. სიმინდის მარცვლებითა და ინდაურით ნადიმი.
10 ჰოკოტლუეცი (ნაყოფების დაცემა)
უეიმიკაიუიტლი (მკვდრების დიდი ნადიმი)
ჰიუტეკუტლი რიტუალური შერკინება; ცეცხლის ღმერთებისადმი მსხვერპლის შეწირვა (მსხვერპლის დაწვა).
11 ოჩპანისტლი (გზის დაგვა) ტლასოლტეოტლი სახლებისა და გზების დაგვა; ბრძოლის იმიტაცია
12 ტეოტლეკო (ღმერთების დაბრუნება) ტესკატლიპოკა ღმერთების დედამიწაზე დაბრუნების პატივსაცემი მისასალმებელი ცერემონიები; რიტუალური დათრობა, ცეცხლოვანი მსხვერპლთშეწირვები
13 ტეპეიუიტლი (მთების ნადიმი) ტლალოკი ცერემონიები, რომლებიც მიძღვნილია მთის წვიმების ღმერთებისადმი. ადამიანური მსხვერპლთშეწირვები და რიტუალური კანიბალიზმი
14 კეჩოლი (ძვირფასი ბუმბული) მიჰკოატლი-კამაჰტლი რიტუალური ნადირობა; ნადავლის მსხვერპლად შეწირვა და რიტუალური ნადიმი
15 პანკეცალისტლი (დროშის აწევა) უიცილოპოჩტლი სახლები და ხეები ირთვება ქაღალდის დროშებით; პროცესია; მასიური მსხვერპლთშეწირვები
16 ატემოსტლი (წყლების ჩამოშვება) ტლალოკი წყლის ღმერთების პატივსაცემი დღესასწაული; ბავშვებისა და მონების მსხვერპლად შეწირვა
17 ტიტიტლი (გაჭიმვა) ილამატეკუტლი წვიმის გამოსაძახებელი მაგიური რიტუალები; ქალების ცემა ჩალის ტომრებით ქალების ცემა ისე, რომ ისინი ატირდნენ
18 ისკალი (მკვდრეთით აღდგომა) ჰიუტეკუტლი ღმერთების ფიგურების გაკეთება ამარანტის ცომისგან; ტამალესებითა და მცენარეებით ნადიმი
ნემონტემი (ცარიელი დღეები) ხუთი დღე რიტუალებისა და თანამდებობების გარეშე.

წმინდა კალენდარი რედაქტირება

საერო კალენდრის გარდა, აცტეკები იყენებდნენ წმინდა კალენდარ ტონალპოუალისაც. ეს წმინდა კალენდარი ჩაიწერა „დღეების წიგნში“, ტონალამატლში, რომელიც წარმოადგენდა მესოემარიკულ კოდექსს ტყავზე ან ქერქის ქაღალდზე, რომლის საფუძველზეც მღვდელი „ტონალპოუკე“ ადგენდა ჰოროსკოპს და ითვლიდა კეთილმოსურნე და არაკეთლმოსურნე დღეებს.

ყოველ დღეს ენიშნებოდა რიცხვების კომბინაცია 1-დან 13-მდე და დღეების 20 ნიშნიდან ერთ-ერთი, ამგვარად ყოველ დღეს თავისი უნიკალური აღნიშვნა ჰქონდა. სულ ასეთი 260 კომბინაცია არსებობს, რაც საბოლოოდ 260-დღიან წმინდა წელიწადს იძლევა. ახალი დღის დაწყებისთანავე თარიღს ემატებოდა ერთიანი და ახალი ნიშანი. ამგვარად, პირველი კვირა იწყებოდა დღე 1-ლ ნიანგში, შემდეგ მოდიოდა მე-2 ქარი, მე-3 სახლი, მე-4 ხვლიკი და ასე შემდეგ დღე მე-13 ლერწმამდე. ამის შემდეგ რიცხვები მეორდებოდა, ხოლო ნიშნები რიგის მიხედვით ეწყობოდა: მეორე კვირა იწყებოდა 1-ლ იაგუარში და მთავრდებოდა მე-13 ქალაში და ა.შ. მხოლოდ 260 დღის შემდეგ (13×20) ყველა რიცხვი და სიმბოლო ემთხვეოდა და მეორდებოდა კომბინაცია 1-ლი ნიანგი.

თვლიდნენ, რომ ყოველ სიმბოლოს მართავდა ღმერთი ან ქალღმერთი, პარალელურად ისინი დაკავშირებული იყო ჰორიზონტის მხარეებთან (საათის ისრის საწინააღმდეგოდ, აღმოსავლეთის მხრიდან, საიდანაც მზე ამოდის). 13-დღიან ჯგუფს ეწოდება ტრესენა (trecena, ესპ. trece — ცამეტი). ყოველ ასეთ ჯგუფს თარვისი მფარველი ჰყავდა ღვთაებებიდან.

დღეების დასახელებები რედაქტირება

დღეების დასახელებები (საათის ისრის საწინააღმდეგოდ):

 
ტონალპოუალი
  • სიპაკტლი — ნიანგი
  • ეჰეკატლი — ქარი
  • კალი — სახლი
  • კუეცპალინი — ხვლიკი
  • კოატლი — გველი
  • მიკისტლი — ქალა (სიკვდილი)
  • მასატლი — ირემი
  • ტოჩტლი — კურდღელი
  • ატლი — წყალი
  • იცკინტლი — ძაღლი
  • ოსომატლი — მაიმუნი
  • მალინალი — ბალახი (ბუნება)
  • აკატლი — ლერწამი
  • ოცელოტლი — იაგუარი (ოცელოტი)
  • კუაუტლი — არწივი
  • კოსკაკუაუტლი — სვავი
  • ოლინი — მოძრაობა (მიწისძვრა)
  • ტეკპატლი — კაჟი (კაჟის დანა)
  • კიაუიტლი — წვიმა
  • ჰოჩიტლი — ყვავილი

დღეების ნიშნები რედაქტირება

კალენდარი ტონალპოუალი ითვლის დღეების 20 ნიშანს. მათი გამოსახვის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ქვემოთ მოცემულია ნიშნები მალიაბეკიანოს კოდექსიდან.

სიმბოლო დასახელება ნაუატლზე ღვთაება თარგმანი ჰორიზონტის მხარე
  Cipactli ტონალტეკუტლი ნიანგი აღმოსავლეთი
  Ehēcatl კეცალკოატლი ქარი ჩრდილოეთი
  Calli ტეპეიოლოტლი სახლი დასავლეთი
  Cuetzpalin უეუეკოიოტლი ხვლიკი სამხრეთი
  Cōhuātl ჩალჩიუტლიკუე გველი აღმოსავლეთი
  Miquiztli ტეკისტეკატლი ქალა
სიკვდილი
ჩრდილოეთი
  Mazātl ტლალოკი ირემი დასავლეთი
  Tōchtli მაიაუელი კურდღელი სამხრეთი
  Ātl ჰიუტეკუტლი წყალი აღმოსავლეთი
  Itzcuintli მიკტლანტეკუტლი ძაღლი ჩრდილოეთი
  Ozomahtli ჰოჩიპილი მაიმუნი დასავლეთი
სიმბოლო დასახელება ნაუატლზე ღვთაება თარგმანი ჰორიზონტის მხარე
  Malīnalli პატეკატლი ბუნება სამხრეთი
  Ācatl ტესკატლიპოკა ლერწამი აღმოსავლეთი
  Ocēlōtl ტლასოლტეოტლი ოცელოტი
იაგუარი
ჩრდილოეთი
  Cuāuhtli ჰიპე-ტოტეკი არწივი დასავლეთი
  Cōzcacuāuhtli იცპაპალოტლი სვავი სამხრეთი
  Ollīn ჰოლოტლი მოძრაობა
მიწისძვრა
აღმოსავლეთი
  Tecpatl ჩალჩიუტოტოლინი კაჟი
კაჟის დანა
ჩრდილოეთი
  Quiyahuitl ჩანტიკო წვიმა დასავლეთი
  Xōchitl ჰოჩიკეცალი ყვავილი სამხრეთი

ქარისა და წვიმის ნიშნები შეესაბამება ქარის ღმერთ ეჰეკატლისა და წვიმის ღმერთ ტლალოკის გამოსახულებებს.

ტრესენები რედაქტირება

ყოველ ტრესენას 260-დღიანი ციკლიდან შეესაბამება თავისი ღვთაება:

ტრესენა ღვთაება
1 ნიანგი — 13 ლერწამი ომეტეოტლი
1 იაგუარი — 13 ქალა კეცალკოატლი
1 ირემი — 13 წვიმა ტეპეიოლოტლი
1 ყვავილი — 13 ბალახი უეუეკოიოტლი
1 ლერწამი — 13 გველი ჩალჩიუტლიკუე
1 ქალა — 13 კაჟი ტონატიუ
1 წვიმა — 13 მაიმუნი ტლალოკი
1 ბალახი — 13 ხვლიკი მაიაუელი
1 გველი — 13 მიწისძვრა ჰიუტეკუტლი
1 კაჟი — 13 ძაღლი მიკტლანტეკუტლი
ტრესენა ღვთაება
1 მაიმუნი — 13 სახლი პატეკატლი
1 ხვლიკი — 13 სვავი იცტლაკოლიუკი
1 მოძრაობა — 13 წყალი ტლასოლტეოტლი
1 ძაღლი — 13 ქარი ჰიპე-ტოტეკი
1 სახლი — 13 არწივი იცპაპალოტლი
1 სვავი — 13 კურდღელი ჰოლოტლი
1 წყალი — 13 ნიანგი ჩალჩიუტოტოლინი
1 ქარი — 13 იაგუარი ჩანტიკო
1 არწივი — 13 ირემი ჰოჩიკეცალი
1 კურდღელი — 13 ყვავილი ჰიუტეკუტლი

პირველწყაროები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება