აციდოზი

დაავადება

აციდოზი (ლათ. acidus – მჟავე) — ორგანიზმის ტუტე-მჟავური წონასწორობის დარღვევა ორგანიზმიდან ორგანული მჟავების არასრული გამოდევნისა და ჟანგვის შედეგად.

აციდოზი
დარგი ენდოკრინოლოგია Edit this on Wikidata
კლასიფიცირება და გარე წყაროები
ICD-10 E87.2[1]
ICD-9 276.2[2]
MedlinePlus 001181

მიზეზები რედაქტირება

ჩვეულებრივ ეს პროდუქტები სწრაფად იდევნება ორგანიზმიდან, მაგრამ ციებცხელებითი დაავადების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლილობის, ორსულობისა და შიმშილობის დროს მათი გამოდევნა ფერხდება, რაც შარდში აცეტილძმარმჟავას და აცეტონის გაჩენას იწვევს, ხოლო შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში შეიძლება კომაც განვითარდეს.

მკურნალობა რედაქტირება

აციდოზის მკურნალობისათვის საჭიროა გამომწვევი მიზეზის ლიკვიდაცია. ებრძვიან სოდის ხსნარით, დიდი რაოდენობის სითხით. დიაბეტის დროს საჭიროა დარღვეული ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება, ინსულინის მიღება და სხვა.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Acidosis apps.who.int
  2. Acidosis www.icd9data.com