აცეტაბულარია (ლათ. Acetabularia) — მწვანე წყალმცენარეების გვარი. გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზღვებში. აერთიანებს 21 სახეობას. შედგება დანაკვთული რიზიოდული ძირისაგან, ცილინდრული ფეხისა და ქუდისაგან, რომელიც რგოლურად განლაგებული გამეტანგიუმებითაა შექმნილი.

აცეტაბულარია

აცეტაბულარიას ახასიათებს განვითარების მეტად რთული და ხანგრძლივი სასიცოცხლო ციკლი, რომელიც ლაბორატორიულ პირობებში 6 თვემდე მცირდება. აცეტაბულარია ბირთვისა და ციტოპლაზმის ურთიერთმოქმედების კვლევის კარგი ობიექტია.

ლიტერატურა რედაქტირება