აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები (1912)

1912 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართა და სამ ძირითად კანდიდატს შორის დაძაბული ბრძოლით აღინიშნა, რომელთაგან ორ კანდიდატს პრეზიდენტობის გამოცდილება ჰქონდა. მოქმედი პრეზიდენტი უილიამ ჰოვარდ ტაფტი ნომინირებულ იქნა რესპუბლიკელების მიერ პარტიის კონსერვატიული ფრთის მხარდაჭერით. ყოფილმა პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა რესპუბლიკელთა ნომინაცია ვერ მოიპოვა, რის შემდეგაც საკუთარი კონვენცია მოიწვია და პროგრესული პარტია დააარსა. ახალმა პარტიამ რუზველტი პრეზიდენტობის კანდიდატად წამოაყენა და ასევე დიდი შტატების ადგილობრივ არჩევნებში თავისი კანდიდატები დაასახელა. დემოკრატი ვუდრო უილსონი მხოლოდ 46-ე კენჭისყრის შემდეგ იქნა პარტიის მიერ ნომინირებული გავლენიანი დემოკრატის უილიამ ბრაიანის მხარდაჭერის წყალობით.

‹ 1908 აშშ-ის დროშა 1916 ›
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები
5 ნოემბერი, 1912
პრეზ. კანდიდატი ვუდრო უილსონი თეოდორ რუზველტი უილიამ ტაფტი
პარტია დემოკრატიული პარტია პროგრესული პარტია რესპუბლიკური პარტია
შტატი ნიუ-ჯერსი ნიუ-იორკი ოჰაიო
ვიცე-პრეზ. კანდიდატი ტომას მარშალი ჰირამ ჯონსონი ნიკოლას ბატლერი (შეცვალა ჯეიმზ შერმანი)
ამომრჩეველთა კოლეგია 435 88 8
შტატში გამარჯვება 40 6 2
მოსახლეობა 6,296,284 4,122,721 3,486,242
პროცენტი 41.8% 27.4% 23.2%

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების რუკა. წითელი, შტატები, სადაც ტაფტმა გაიმარჯვა. ლურჯი, შტატები, სადაც უილსონმა გაიმარჯვა. მწვანე, შტატები, სადაც რუზველტმა გაიმარჯვა.
რიცხვები შტატიდან ამომრჩეველთა კოლეგიაში ხმების რაოდენობას ასახავს.

მოქმედი პრეზიდენტი არჩეული პრეზიდენტი
უილიამ ჰოვარდ ტაფტი
რესპუბლიკელი
ვუდრო უილსონი
დემოკრატი

უილსონმა არჩევნებში ორივე ძირითადი კონკურენტი დაამარცხა, მოიპოვა ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების დიდი უმრავლესობა და მოსახლეობის ხმების 42%. ამ გამარჯვებით იგი 1892 წლის შემდეგ პირველი დემოკრატი გახდა, ვინც არჩევნებში გაიმარჯვა. ეს არჩევნები ბოლო იყო, სადაც მეორე ადგილზე გასული კანდიდატი დემოკრატებს ან რესპუბლიკელებს არ წარმოადგენდა და პირველი, სადაც კონტინენტური აშშ-ის 48-ვე შტატი მონაწილეობდა.