აღულები (საკუთარი სახელწოდება агъулар) — დაღესტნის სამხრეთ ნაწილში მცხოვრები ხალხი (აღულის, ქურახის რაიონები). რაოდენობა დაახლოებით 30 000 კაცი (2002). ცხოვრობენ 4 ხეობაში (აღულდერე, ქურახდერე, ყოშანდერე და ხპიუყდერე). ლაპარაკობენ აღულურ ენაზე. ყოფითა და კულტურით ლეზგებს ენათესავებიან. რელიგია — სუნიტური ისლამი. მეურნეობის მთავარი დარგებია: მეცხვარეობა და მებაღეობა, მისდევენ აგრეთვე მემინდვრეობას.

ლიტერატურა რედაქტირება