აღსართან I გაგიკის ძეკახეთ-ჰერეთის მეფე (10581084). ებრძოდა გაერთიანებული საქართველოს მეფეს ბაგრატ IV-ს და ცდილობდა კახეთ-ჰერეთის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. ამ მიზნით აღსართან I 1068 წელს ეახლა თურქ-სელჩუკთა სულთანს ალფ-არსლანს, აღუთქვა ხარაჯა და მისი დახმარებით დაიბრუნა ბაგრატ IV-ის მიერ წართმეული მიწა-წყალი. 1073 წელს აღსართან I მიემხრო გიორგი II-ის წინააღმდეგ აჯანყებულ ივანე ბაღვაშს, ხოლო ივანეს მეორედ განდგომისას გიორგი II-ის მოკავშირე გახდა. 1074 წელს აღსართან I საქართველოს მეფეს ეხმარებოდა თურქ-სელჩუკთა სულთნის მელიქ-შაჰის შემოსევის ჟამს. მალე მელიქ-შაჰმა კახეთ-ჰერეთის სამეფო გიორგი II-ის სამფლობელოდ ცნო. 80-იან წლებში გიორგი II თურქ-სელჩუკთა ლაშქრით კახეთ-ჰერეთის დასაპყრობად გაემართა. აღსართან I-მა დახმარებისათვის იმავე მელიქ-შაჰს მიმართა, ეახლა მას და მიიღო ისლამი. სულთანმა კახეთ-ჰერეთი ამჯერად ისევ აღსართან I-ს დაუმტკიცა. ამით აღსართან I-მა შეძლო მცირე ხნით კიდევ შეენარჩუნებინა კახეთ-ჰერეთის სამეფოს დამოუკიდებლობა.

აღსართან I
კახეთის ქორეპისკოპოსი
მმართ. დასაწყისი: 1058
მმართ. დასასრული: 1084
წინამორბედი: გაგიკი
მემკვიდრე: კვირიკე IV
გარდ. თარიღი: 1084
მამა: გაგიკი

ლიტერატურა რედაქტირება

წინამორბედი:
გაგიკი
კახეთის ქორეპისკოპოსი
1058 - 1084
შემდეგი:
კვირიკე IV