აღმოსავლური შიმპანზე

აღმოსავლური შიმპანზე — მაიმუნი ადამიანის მსგავსი მაიმუნების ოჯახისა. ჩვეულებრივი შიმპანზის ქვესახეობა. გავრცელებულია ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში, სუდანში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, უგანდაში, რუანდაში, ბურუნდისა და ტანზანიაში.[1] მამრის სხეულის სიგრძეა 160 სმ, მდედრისა — 130 სმ; სხეულის მასა 40–65 კგ-ია. დაფარულია შავი ბალნით, გარდა სახის, თითების და ხელისა და ფეხის გულებისა. ბინადრობს როგორც ხეებზე, ასევე მიწაზეც, მაგრამ ღამით ხეზე აწყობილ ბუდეში ძინავს. ბოლო წლების განმავლობაში მათი საცხოვრებელი ჰაბიტატი მნიშვნელოვნად განადგურდა. ცხოვრობენ 20-დან 150-მდე წევრისგან შემდგარ ჯოგებად. იკვებება მარცვლებით, ხილით, ფოთლებით, ხის ქერქით, მწერებით (ტერმიტებით) და სხვ.

აღმოსავლური შიმპანზე

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  პრიმატები
ოჯახი:  ადამიანის მსგავსი მაიმუნები
გვარი:  შიმპანზე
სახეობა:  ჩვეულებრივი შიმპანზე
ქვესახეობა:  აღმოსავლური შიმპანზე
ლათინური სახელი
Pan troglodytes schweinfurthii (Giglioli, 1872)
დაცვის სტატუსი
საფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 15937
გავრცელების არეალი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Hof, Jutta; Sommer, Volker: Apes Like Us: Portraits of a Kinship, Edition Panorama, Mannheim 2010, ISBN 978-3-89823-435-1, p. 114.