აღმოსავლური კაპარჭინა

აღმოსავლური კაპარჭინა (ლათ. Abramis brama orientalis) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 40 სმ, მასა — 1,2 კგ აღწევს. გავრცელებულია კასპიისა და არალის ზღვების აუზებში. მინგეჩაურის წყალსაცავის შექმნის შემდეგ (1953) აღმოსავლეთ საქართველოს წყალსატევებშიც (მტკვარი, ალაზანი, იორი, ჯანდარის ტბა, თბილისისა და პალდოს წყალსატევები) შემოვიდა. დასავლეთ საქართველოს მტკნარ წყლებში ბინადრობს აღმოსავლური კაპარჭინის მთავარი ფორმა (ლათ. Abramis brama brama). სამეურნეო მნიშვნელობის თევზია. საქართველოში იჭერენ ძირითადად ჯანდარის ტბაში. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილსა და დაკონსერვებულს.

აღმოსავლური კაპარჭინა

აღმოსავლური კაპარჭინა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
კლასი:  ძვლიანი თევზები
ქვეკლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  კობრისნაირნი
გვარი:  Abramis Cuvier, 1816
ლათინური სახელი
Abramis brama orientalis

ლიტერატურა რედაქტირება