აღმოსავლეთით ზეწოლა

აღმოსავლეთით ზეწოლა (გერმ. Drang nach Osten წარმოთქმა: დრანგ ნახ ოსტენ — პირდაპირ «ზეწოლა აღმოსავლეთზე») — გამონათქვამი, გაჩნდა XIX საუკუნის შუა ხანებში[1] და გამოიყენებოდა ნაციონალისტურ დისკუსიებში მის მეორე ნახევარში. ტერმინი ფართოდ იხმარებოდა კაიზერის გერმანიაში XIX საუკუნეში და უფრო გვიანაც მესამე რეიხის დროს პროპაგანდაში გერმანიის აღმოსავლეთ ექსპანსიის აღსანიშნავად. ამასთან გერმანიის კოლონიზაციის დროს აღმოსავლეთით სტრატეგიული მნიშვნელობის ხაზგასასმელად, სხვა ერებთან კონკურენციულ ბრძოლაში გერმანელების საცხოვრებელი სივრცის გაფართოების მიზნით, უპირველეს ყოვლისა პოლონელებთან და რუსებთან. XX საუკუნეში ტერმინი გამოიყენებოდა საბჭოთა და ასევე პოლონელი ისტორიკოსების მიერ «გერმანული ექსპანსიის» აღსანიშნავად. ზოგ შემთხვევაში ის გამოიყენებოდა გერმანული აღმოსავლეთ კოლონიზაციის ასაღწერად.

გერმანული ენის გავრცელების თანამედროვე ტერიტორია, ევროპაში
გერმანული ენის გავრცელების ზონა XX საუკუნის ევროპაში

ისტორიული წინაპირობა რედაქტირება

თვითონ ლოზუნგი «დრანგ ნახ ოსტენ» გერმანულ ისტორიაში გაჩნდა ძალიან ადრე, კერძოდ კი VIII—XIII საუკუნეში, როდესაც გერმანელები ეწეოდნენ მწვავე ტერიტორიულ ბრძოლებს დასავლეთ სლავებთან, განსაკუთრებით მდინარე ლაბას აუზში და ბალტიის ზღვისპირეთში შლეზვიგიდან ბალტიისპირეთამდე, სადაც ისინი მწვავედ კონკურირებდნენ ადგილობრივ ბალტიელ და ფინეთ-უნგრელებთა ტომებთან (ლიტველების, ლატვიელების, ესტონელების წინაპრები). სხავდასხვა მონაცემებით აღმოსავლეთ ექსპანსიის ავტორი იყო კარლ დიდი ან იმპერატორი ფრიდრიხ I ბარბაროსა. ამ აღმოსავლეთ ხალხებთან საბრძოლველად ორგანიზებული იყო გერმანული ჯვაროსნული ლაშქრობები, რომელსაც ცვალებადი წარმატებები ჰქონდა. შუა საუკუნეებში გერმანულმა სამთავროებმა წარმატებებს მიაღწიაეს ბალტიისპირეთში, რომლებმაც მე-13 საუკუნეში ლატვიიდან რუსი ვაჭრების შევიწროება და გამოძევება მოახერხეს. გერმანელების მიერ ასიმილირებული იქნენ, მათ შორის ძალით, ბევრი ადგილობრივი სლავური და ბალტიური ტომი, განსაკუთრებით კი პრუსიელები.

ტერმინის ისტორია რედაქტირება

პირველად ეს ტერმინი ნათლად იქნა დაფიქსირებული გერმანულენოვან პოლონელი ჟურნალისტის იულიან კლაჩკოს რევოლიციურ პანფლეტში (პოლ. Julian Klaczko) 1849 წელს. მაგრამ ფართო გავრცელება მან ჰპოვა რუსეთის იმპერიაში 1865-წელს, ანუ იმ დროს, როდესაც გერმანიის იმპერია არ ეწეოდა მნიშვნელოვან ზეწოლას თავისი აღმოსავლეთ მეზობლის საზღვრებზე.[1] ეს გამოწვეული იყო რუსეთის იმპერიის მთავრობასა და ბალტიელ გერმანელებს შორის ურთიერთობის გაფუჭებასთან. მისი გამოჩენის შემდეგ 1865 წლის ნოემბერში გაზეთ "მოსკოვსკიე ვედომოსტის" სტატიაში გამონათქვამი Drang nach Osten გადაიქცა სლოგანად პანსლავური პუბლიცისტიკისათვის, მიმართული ბალტიელი გერმანელების წინააღმდეგ. ეს ტერმინი შემდგომში გამოიყენეს პოლონეთში 1870 და 1880 წლებში, ჩეხებმა, ასევე მოგვიანებით ფრანგებმაც გამოიყენეს, გაჩნდა ამერიკულ პრესაშიც.[1] ამავე დროს ეს გამონათქვამი გამოჩნდა ისტორიოგრაფიაში.

 
მასარიკი, ტომაშ გერიგ მასარიკი,ჩეხი პუბლიცისტ.

დიდი იდეოლოგიური მნიშვნელობა ჰქონდა ამ ტერმინს პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც მას ხშორად გამოიყენებდა ტომაშ გარიტ მასარიკი და რომან დმოვსკი. 1941 წლიდან ის ფართოდ იხმარებოდა საბჭოთა კავშირში ნეგატიურ კონტექსტში, და მაშინ იქნა ატაცებული გერმანიის პროპაგანდის მიერ, რომელიც ხმარობდა ამ ტერმინს პოზიტიური მნიშვნელობით. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამოთქმა - Drang nach Osten ევროპის სოციალისტური ქვეყნების (მათ შორის გდრ) ისტორიოგრაფიის ცენტრალური თეზა იყო. ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკის ისტორიოგრაფიაში პირუკუ ვერავითარი განვითარება და გამოყენება ვერ ჰპოვა.[1]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

შენიშვნები რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Torsten Leuschner: Der «Drang nach Osten» zwischen Publizistik und Historiographie. Neues und Veraltetes aus der Feder von Henry Cord Meyer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2011-02-02.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ისტორიული განვითარება და «დრანგ ნახ ოსტენ». მოსკოვი, 1967.
  • Hans-Heinrich Nolte: «Drang nach Osten». Sowjetische Geschichtsschreibung der deutschen Ostexpansion. Köln. 1976. ISBN 3-434-20097-5
  • Wippermann W. Der «deutsche Drang nach Osten». Ideologie und Wirklichkeit eines politischen Schlagworts. Darmstadt, 1981.