აქტეონის კუნძულები

აქტეონის კუნძულები (ფრანგ. Groupe Actéon) — ჯგუფი, შემდგარი ოთხი ატოლისგან ტუამოტუს კუნძულების სამხრეთ ნაწილში (საფრანგეთის პოლინეზია), რომელიც გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 47 კმ-ზე. მდებარეობს დაახლოებით 225 კმ-ში კუნძულ მანგარევადან.

აქტეონის კუნძულები
მშობ. სახელი: ფრანგ. Groupe Actéon

აქტეონის კუნძულების განლაგება
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 21°17′ ს. გ. 136°29′ დ. გ. / 21.283° ს. გ. 136.483° დ. გ. / -21.283; -136.483
კუნძულთა რაოდენობა 4
მთავარი კუნძული მატურეივავაო
ფართობი 10,5 კმ²
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
დემოგრაფია
მოსახლეობა 0 (2007)

გეოგრაფია რედაქტირება

 
აქტეონის კუნძულების სურათი კოსმოსიდან.

შედგება შემდეგი ატოლებისაგან:

კუნძული ფართობი,
კმ²
ლაგუნის ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2007)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
კოორდინატი
1 ვაჰანგა 3,8 12,6 დაუსახლებელი 21°19′ ს. გ. 136°39′ დ. გ. / 21.317° ს. გ. 136.650° დ. გ. / -21.317; -136.650
2 მატურეივავაო 2,5 18 დაუსახლებელი 21°29′ ს. გ. 136°24′ დ. გ. / 21.483° ს. გ. 136.400° დ. გ. / -21.483; -136.400
3 ტენარარო 2 1,6 დაუსახლებელი 21°18′ ს. გ. 136°45′ დ. გ. / 21.300° ს. გ. 136.750° დ. გ. / -21.300; -136.750
4 ტენარუნგა 2,2 5 დაუსახლებელი 21°21′ ს. გ. 136°32′ დ. გ. / 21.350° ს. გ. 136.533° დ. გ. / -21.350; -136.533
სულ 10,5 37,2 დაუსახლებელი

ხშირად აქტეონის კუნძულებს ეძახიან მატურეივავაოს კუნძულებს ჯგუფის ყველაზე დიდი ატოლის პატივსაცემად, რომლის ფართობია 2,5 კმ².

ისტორია რედაქტირება

აქტეონის კუნძულები 1606 წლის 5 თებერვალს აღმოაჩინა წარმოშობით პორტუგალიელმა ესპანელმა ზღვაოსანმა, პედრო ფერნანდეს კიროსმა. მან აღწერა ისინი, როგორც ოთხი კუნძული დაფარული ქოქოსის პალმებით. ჩანაწერებში ისინი მოხსენებულია როგორც: «Cuatro Coronadas», «Cuatro Hermanas» (ოთხი და) და «Anegadas» (ჩაძირულები).

1983 წელს აქტეონის კუნძულები ძლიერ დაზარალდა ციკლონისგან.

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

ადმინისტრაციულად შედის კომუნა გამბიეს შემადგენლობაში.

მოსახლეობა რედაქტირება

ყველა კუნძული დაუსახლებელია (2007), თუმცა ხანდახან მათ სტუმრობენ მეზობელი ატოლების მოსახლეობა.