აუდის თასი 2011 — ოთხთა საფეხბურთო ტურნირის აუდის თასის მეორე გათამაშება, გაიმართა 2011 წლის 26-27 ივლისს გერმანიაში, მიუნხენის ალიანც არენაზე. ტურნირი ჩატარდა აუდის ორგანიზებით.

ტურნირში მონაწილეობდნენ მასპინძელი „ბაიერნი“, 2010 წლის ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული „ინტერნასიონალი“, 2010-2011 წლების უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „ბარსელონა“ და 2007 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული „მილანი“.

ტურნირის გამარჯვებული გახდა „ბარსელონა“, რომელმაც ფინალურ მატჩში „ბაიერნი“ დაამარცხა ანგარიშით 2–0. მესამე ადგილზე გავიდა „ინტერნასიონალი“. ამ უკანასკნელმა მესამე ადგილისათვის მატჩში „მილანი“ დაამარცხა თერთმეტრიანების სერიაში.

მონაწილე გუნდები რედაქტირება

გათამაშების ფორმატი რედაქტირება

პირველ დღეს ორი ნახეფარფინალი ჩატარდა, რომელთა გამარჯვებულებიც მეორე დღეს ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ, ხოლო დამარცხებულები ერთმანეთს მატჩში მესამე საპრიზო ადგილისათვის დაუპირისპირდნენ.

შედეგები რედაქტირება

  ნახევარფინალები
26 ივლისი
ფინალი
27 ივლისი
18:15
   ბარსელონა 2 (4)  
   ინტერნასიონალი 2 (2)  
 
20:45
       ბარსელონა 2
     ბაიერნი 0
მესამე ადგილისათვის
20:45 18:15
   ბაიერნი 1 (5)    ინტერნასიონალი  2 (2)
   მილანი 1 (3)      მილანი  2 (0)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება