ატრაი (ბენგ. আত্রাই/আত্রেই নদী) — მდინარე დასავლეთ ბენგალსა (ინდოეთი) და ბანგლადეშის ჩრდილოეთ ნაწილში.

ატრაი
ბენგ. আত্রাই/আত্রেই নদী
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
ბანგლადეშის დროშა ბანგლადეში
სიგრძე 390 კმ
link=commons:Category:{{{Commons}}} ატრაი ვიკისაწყობში

ძველ დროში მას ატრეის ეძახდნენ და მოხსენიებულია მაჰაბჰარატაში. დაკავშირებულია მდინარე კარატოიასთან. სათავეს იღებს დასავლეთ ბენგალის ტერიტორიაზე და შემდეგ მიედინება ბანგალადეშში, დინაჯპურის რაიონში, რის შემდეგაც კვლავ ინდოეთში ბრუნდება,[1] გაივლის კუმარგანჯისა და ბალურგჰატის რაიონებს და კვლავ ბანგლადეშში შეედინება, სადაც ჩალან-ბილის ჭარბტენიან არეალს ერწყმის.[1] მდინარე მთელი წლის განმავლობაში გამოიყენება სათევზაოდ. მუსონების სეზონში ხშირად იწვევს დიდი არეალების დატბორვას.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Mesbah-us-Saleheen. Atrai River. Banglapedia. Asiatic Society of Bangladesh. ციტირების თარიღი: 2009-08-22.
  2. Flood Prevention plan for river Atreyee. District administration. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-10. ციტირების თარიღი: 2009-08-19.