ცინქოფენი

(გადამისამართდა გვერდიდან ატოფანი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ცინქოფენი, ატოფანი — სამკურნალო პრეპარატი, მოყვითალო ფხვნილი, წყალში არ იხსნება. იყენებენ ნიკრისის ქარის სამკურნალოდ. ხელს უწყობს შარდმჟავას გადასვლას ქსოვილებიდან სისხლში და თირკმელების გზით ორგანიზმიდან გამოყოფს, აძლიერებს ნაღვლისა და კუჭის წვენის სეკრეციას. ცინქოფენთან ერთად რეკომენდებულია უხვად ტუტე სითხის ("ბორჯომი" და სხვა) მიღბა, რაც ამცირებს კუჭზე პრეპარატის გამაღიზიანებელ მოქმედებას. ცინქოფენის მიღება არ შეიძლება ღვიძლის, თირკმლის დაავადებების, კუჭის წყლულოვანი დაავადების, ბრონქული ასთმისა და თივის ცხელების დროს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქსე, ტ. 11, გვ. 221, თბ., 1987
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ცინქოფენი“-დან