ასფაგურიიბერიის მეფე XXIII მეფე ფარნავაზიანთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი, მირდატ მეფის ძე. ციხე-ქალაქ უჯარმის ამშენებელი. იყო სპარსეთის პირველი სასანიანი მეფის არდაშირ I-ის (226–241) თანამედროვე. სომეხთა მეფე ხოსროვ I-თან ერთად ებრძოდა სპარსელებს და დაამარცხა ისინი; მაგრამ მისი მეფობის ბოლოს სპარსელებმა დაიპყრეს სომხეთი და ქართლში შემოიჭრნენ. ასფაგური ოსეთში გადავიდა დამხმარე ლაშქრის მოსაყვანად, მაგრამ იქ გარდაიცვალა. ასფაგურ I-ს ჰყავდა ქალიშვილი აბეშურა რომელიც დაქორწინდა უფლისწულ მირიანზე რომელიც მომავლში ცნობილი გახდა როგორც მეფე მირიან III.

ასფაგური
იბერიის მეფე
მმართ. წლები: 224-265
წინამორბედი: მითრიდატე IV
მემკვიდრე: მირიან III
გარდ. ადგილი: ოსეთი
შვილები: აბეშურა
დინასტია: ფარნავაზიანები
მამა: მითრიდატე IV

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

წინამორბედი:
მითრიდატე IV
იბერიის მეფე
224–265
შემდეგი:
მირიან III