ასისთავა[1] (ლათ. Centaureum minus; სინონიმები: Centaureum erythraea, Erytrhraea centaureum) — ერთ- ან ორწლიანი ბალახეული მცენარე, 10-40 სმ სიმაღლის ოთხწახნაგოვანი სწორმდგომი ღეროთი. ღეროს ძირში განწყობილი ფოთლები წაგრძელებულ-უკუკვერცხისებრი და თავბლაგვია, ღეროზე ერთიმეორის პირდაპირ განწყობილი ფოთლები კი ლანცეტა და ბლაგვწვეტიანია. თანაყვავილედი ქოლგისებრი საგველაა. ყვავილები ვარდისფერ-წითელია. ასისთავა ყვავილობს ივნის-სექტემბერში და გრძელდება 5 დღეს. გავრცელებულია ტყისპირა ველებსა და მდელოებზე მთის შუა სარტყელამდე.

ასისთავა

Centaurium eryntraea
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Centaurium eryntraea
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 202950

ასისთავა შეიცავს 1%-მდე ალკოლოიდებს, 0,3% -მდე გლიკოზიდებს და ასკორბინის მჟავას. ხალხურ მედიცინაში იყენებდნენ მადის მომგბრელ, საჭმლის მომნელებელ, მატონიზირებელ საშუალებად.

ლიტერატურა რედაქტირება

  • შ. ხიდაშელი, ვ. პაპუნიძე, საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები, ბათუმი, 1980, გვ. 10

სქოლიო რედაქტირება