ასექსუალობა (ნონსექსუალობა) — სექსუალური მიზიდულობის ნაკლებობა ვინმეს მიმართ, მცირე ან საერთოდ არარსებული ინტერესი სექსუალურ აქტივობაში.[1][2][3] ასექსუალობა შეიძლება ჩაითვალოს სექსუალური ორიენტაციის არქონად ან მის ერთ-ერთ ვარიაციად ჰეტეროსექსუალობასთან, ჰომოსექსუალობასა და ბისექსუალობასთან ერთად. 2004 წლის კვლევის მიხედვით, ასექსუალები ბრიტანეთის მოსახლეობის 1%-ს შეადგენენ. ასექსუალობა განსხვავდება სქესობრივი აქტივობებისგან თავშეკავებისაგან, რაც განპირობებული და მოტივირებულია ინდივიდუალური და რელიგიური ფაქტორებით. ასეთი ადამიანების უმრავლესობას აქვს ინტერესი საპირისპირო სქესის ან საკუთარი თავის მიმართ, განსხვავებით ასექსუალებისა.

ზოგ შემთხვევაში, ასექსუალი პირი შესაძლოა სექსუალურად აქტიური იყოს, რაც განპირობებულია რიგი ფაქტორებით, მაგალითად, სიამოვნების განცდის, პარტნიორისთვის სიამოვნების მინიჭების ან ბავშვის ყოლის სურვილით.

ასექსუალობის აღიარება, სექსუალურ ორიენტაციად რედაქტირება

ასექსუალობის მიმართულება სამეცნიერო კვლევების სფეროში ჯერ კიდევ ახალია და კვლევის განვითარება სოციოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტით მიმდინარეობს. ასექსუალობის საკითხი სადავოა; ზოგი მკვლევარი მას სექსუალურ ორიენტაციად მიიჩნევს, ზოგი კი ამას უარყოფს. ინტერნეტის და სოციალური მედიის გაჩენასთან ერთად იქმნება ასექსუალთა სხვადასხვა ჯგუფები, მათგან ყველაზე ცნობილია Asexual Visibility and Education Network (AVEN) , რომელიც 2001 წელს დევიდ ჯეიმ ჩამოაყალიბა.

იდენტობა და ურთიერთობები რედაქტირება

იმის გამო, რომ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები იმ ადამიანებს შორის, რომლებიც საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ასექსუალებთან ახდენენ, ტერმინის განმარტება საკმაოდ ფართო არეალს მოიცავს. მკვლევარები, როგორც წესი ასექსუალობას როგორც ნაკლებ სექსუალურ მიზიდულობას ან სექსუალური ინტერესის ნაკლებობად მოიაზრებენ, მაგრამ მათი დეფინიციები განსხვავდება, შესაძლოა ტერმინი გამოიყენონ იმ პირების განსასაზღვრად ვისაც არ აქვთ ან აქვთ ძალიან დაბალი სექსუალური მიზიდულობა, არ გააჩნიათ სექსუალური ქცევა, ტერმინი გამოიყენება ასევე იმ პირების მიმართ,ვისაც განსაკუთრებული,რომანტიკული არა სექსუალური ხასიათის ურთიერთობები აქვთ, ან ყველა ჩამოთვალის კომბინაციების მიმართ.

მიუხედავად დაბალი სექსუალური მიზიდულობისა ასექსუალებს შეუძლიათ ჩაერთონ წმინდა რომანტიკულ ურთიერთობებში. არსებობს ასექსუალების რამდენიმე კატეგორია, მაგალითად ზოგიერთი მათგანი შესაძლოა გრძნობდეს სექსუალურ მიზიდულობას, მაგრამ არ თვლიდეს საჭიროდ სექსუალურ ატქივობებში ჩაბმას, ზოგი პარტნორთან არა სექსუალური ხასიათის აქტივობებით კავდება (ჩახუტება), ასექსუალებს შესაძლებელია ჰქონდეთ სექსი ცნობისმოყვარეობის გამო, შესაძლოა მასტურბირებდნენ, ან საერთოდ არ ჰქონდეთ ამის საჭიროება. ასექსუალები მასტურბირების სურვილს ან საჭიროებას არ აიგივებენ სექსუალურ მიზიდულობასთან ან სექსუალობასთან, თვლიან რომ ეს უბრალოდ ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი პროდუქტია და არ აქვს კავშირი ფარულ სექსუალობასთან, შესაძლოა ეს პროცესი სასიამოვნოც კი არ იყოს. ზოგიერთი ასექსუალს არ აქვს ერექცია და ამიტომ პენეტრაცია მათთვის შეუძლებელია. ასექსუალების დამოკიდებულება სექსის მიმართ განსხვავდება, ზოგიერთი მათგანი ინდიფერენტულია და აქვს სექსი მხოლოდ პარტნიორის დასაკმაყოფილებლად, ზოგისთვის ეს იდეის დონეზეც კი მიუღებელია, თუმცა მათ არ აქვთ ანტიპათია ადამიანების მიმართ ვისაც სექსი აქვთ. რაც შეეხება რომანტიკულ ან ემოციურ ასპექტებს,სექსუალურ ორიენტაციას ან იდენტობას ასექსუალი პირი შესაძლოა იყოს ჰეტეროსექსუალი, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ქვიარი. ისინი ასოცირდებიან სექსუალური ორიენტაციის რომანტიკულ და არა სექსუალურ მხარესთან და შესაძლებელია რამდენიმე კატეგორიის გამოყოფა: არომანტიკული: ვინმეს მიმართ რომანტიკული მიზიდულობის ნაკლებობა; ბირომანტიკული: საპირისპიროდ ბისექსუალისა; ჰეტერორომანტიკული: საპირისპიროდ ჰეტეროსექსუალისა ჰომორომანტიკული: საპირისპიროდ ჰომოსექსუალისა; პანრომანტიკული: საპირისპიროდ პანსექსუალისა.

ასევე შეიძლება ადამიანების განსაზღვრა ტერმინით gray-A (ნაცრისფერი-A) gray-რომანტიკული, დემირომანტიკული ან სემისექსუალური პირები, რადგანაც ისინი შუალედურ პოზიციაში იმყოფებიან არომანტიკულობასა და რომანტიკულობის, ასექსუალობასა და სექსუალურ მიზიდულობას შორის. ტერმინი gray-A მოიცავს ყველას ვინც დროდადრო განიცდის რომანტიკულ ან სექსუალურ მიზიდულობას, დემისექსუალებისა და სემისექსუალებისთვის სექსუალური მიზიდულობა მეორე ხარისხოვანი კომპონენტია და განიცდიან მაშინ, როდესაც გაცნობიერებულ, სტაბილურ ემოციურ კავშირებს ამყარებენ.

სექსუალური ორიენტაცია და ეტიოლოგია რედაქტირება

არსებობს დავა იმის შესახებ არის თუ არა ასექსუალობა სექსუალური ორიენტაცია. მას ადარებენ და აიგივებენ სექსუალური მიზიდულობის ჰიპო აქტიურ აშლილობასთან (hypoactive sexual desire disorder (HSDD), რადგან ორივე გულისხმობს ვინმეს მიმართ სექსუალური ტოლვის ნაკლებობას. HSDD-ს იყენებენ ასექსუალობის სამედიცინო აღწერისთვის, მაგრამ როგორც წესი ასექსუალობა არ წარმოადგენს რამე სახის აშლილობას, ან სექსუალურ დისფუნქციას, როგორებიც არის ანორგაზმია, ანჰედონია. ასექსუალობა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს აქვს ჯანმრთელობის ან სოციალური პრობლემა. განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებსაც HSDD დიაგნოზი აქვთ, ასექსუალი პირები არ განიცდიან სტრესს და ინტერპერსონალურ სირთულეებს,რომლებიც მათ სექსუალობასთან ან აღგზნების ნაკლებობასთან არის კავშირში. ერთ-ერთი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ასექსუალ პირებში ვლინდება დაბალი სექსუალური ლტოლვა, დაბალი სექსუალრი გამოცდილება, არ განიცდიან სექსუალობასთან დაკავშირებულ სტრესს და დეპრესიული სიმპტომები მათ ნაკლები აქვთ, განსხვავებით იმ პირებისგან, რომლებსაც HSDD დაუდგინდათ. ასექსუალობის ჩართვა სექსუალური ორიენტაციების სიაში საკამათო საკითხია, ერთნი მას განიხილავენ როგორც სექსუალური მიზიდულობის და სექსუალობის ნაკლებობას, ხოლო ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ასექსუალობა აშლილობაა, რომელიც გამოწვეულია საკუთარი სექსუალობის სირცხვილისგან, შფოთვითი აშლილობისგან ან სექსუალური ძალადობისგან. ასექსუალები, როგორც წესი არ თვლიან, რომ ასექსუალობა სექსუალური დისფუნქციაად ამას განსაზღვრავენ, როგორც სექსუალურ ორიენტაციას. ამას ბევრი მკვლევარი ეთანხმება, ისინი ამტკიცებენ, რომ სექსუალური მიზიდულობის ნაკლებობა არ არის არჩევანი და მისი განკურნება, როგორც აშლილობის შეუძლებელია.

სექსუალური ორიენტაცია არის მდგრადი და რეზისტენტული ცვლილებებისადმი. ჰეტეროსექსუალობა, ჰომოსექსუალობა და ბისექსუალობა ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის იკვეთება და ყალიბდება ადრეულ ასაკში, ასექსუალობის შემთხვევაში ეს უცნობია. არ არის მკაფიოდ განსაზღვრული ასექსუალური თვისებები შეძენილია თუ არსებობდა მთელი ცხოვრების მანძილზე. ზოგიერთი კვლევა გვიჩვენებს, რომ ასექსუალობა დაკავშირებულია ბიოლოგიურ ფაქტორებთან, რომლებიც პრენატალურ ან ადრეულბავშვობაში განისაზღვრება. ამ კვლევების მიხედვით საშუალოდ ასექსუალები დაბლები არიან, მათში უფრო მეტი ცაციაა და ჰყავთ ბევრად უფროსი ძმები. კორელაცია მარჯვენა-მარცხენა ხელის გამოყენებისა დაშობადობის რიგს შორის ასევე იკვეთება ჰომოსექსუალ მამაკაცებშიც, რაც მათ სავარაუდო, ერთიან წარმოშობაზე მეტყველებს.

გავრცელება რედაქტირება

1977 წლის სტატია სახელწოდებით Asexual and Autoerotic Women: Two Invisible Groups (ასექსუალი და აუტო ეროტიკული ქალები: ორი უჩინარი ჯგუფი) ერთ-ერთი პირველი ნაშრომია, რომელიც ადამიანების ასექსუალობას მიეძღვნა. ავტორი მაირა ჯონსონი ასექსუალებს განსაზღვრავს როგორც მამაკაცებს და ქალებს, რომლებიც მიუხედავად ფიზიკური და ემოციური მდგომარეობისა, ფაქტობრივი სექსუალური ისტორიისა, ოჯახური მდგომარეობისა ან იდეოლოგიური სტატუსისა ამჯობინებენ არ ჩაერთონ სექსუალურ აქტივობებში. ჯონსონი თვლის, რომ ასეთი ადამიანები დაჩაგრულები არიან, უჩინარებად მიიჩნევენ რადგანაც ისინი სექსუალური რევოლუციისა და ფემინისტური მოძრაობის მიღმა აღმოჩნდნენ. საზოგადოება იგნორირებას უკეთებს მათ არსებობას, უარყოფს, ან თვლის, რომ ისინი ასკეტურები არიან რელიგიური შეხედულების, ნევროტულობის ან პოლიტიკური მიზეზების გამო. პირველი პუბლიკაცია, რომელიც ასექსუალების შესახებ ემპირიულ ცნობებს გვაწვდის, 1983 წელს პაულა ნორისმა გამოაქვეყნა და ის სექსუალურ ორიენტაციასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის მიმართებას ეხებოდა. კვლევაში მონაწილე 689 ადამიანიდან უმეტესობა ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტების სტუდენტი იყო. გამოკითხვა მოიცავდა კლინიკური კეთილდღეობის სკალებს და კითხვებს სექსუალრი აქტივობების სიხშირის შესახებ. შედეგებზე დაყრდნობით რესპონდენტებმა გააკეთეს შეფასებები ჰეტერო-ეროტიციზმის და ჰომო-ეროტიციზმის სკალების მიხედვით, 0-დან 100-მდე. რესპონდენტებს, რომლებმაც 10-ზე დაბალი შეფასება გააკეთეს ასექსუალების კატეგორია მიენიჭათ. კატეორია მოიცავდა მამაკაცების 5%, ხოლო ქალების 10%. შედეგების მიხედვით ასექსუალები უფრო მიდრეკილები იყვნენ დაბალი თვითშეფასებისა და დეპრესიისადმი, ვიდრე სხვა ორიენტაციის ადამიანები. ნურისი არ თვლის, რომ რაიმე კონკრეტული დასკვნის გამოტანა შესაძლებელია ამ შედეგების მიხედვით, რიგი მიზეზების გამო. რიგ სხვა სახეობებში, რომლებიც სქესობრივი გზით მრავლდებიან, ვლინდება ისეთები, რომლებსაც არ აქვთ ინტერესი სექსუალური აქტივობის მიმართ, შესაძლოა ისინიც ასექსუალებად ჩაითვალონ. კვლევებმა დაადგინა, რომ 12,5 % არ ავლენს სექსუალურ ინტერესს. მაგალითად, ასექსუალი ცხვრები სხვებისგან ჰორმონების რაოდენობით არ განსხვავდებოდნენ.

2010 წელს Karli June Cerankowski-სა და Megan Milks-ის, გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით რომ ასექსუალობა ბადებს კითხვებს გენდერის და სექსუალობის კვლევებში. კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები; მაგალითად,როგორ უნდა აარიდოს ადამიანმა სექსს თავი, აქტივობას, რომელიც საზოგადოებისთვის მიღებულია, როგორც ერთ-ერთი ძირითადი ინსტინქტი. დღესდღეობით ასექსუალთა ორგანიზაციები და ინტერნეტ რესურსები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ასექსუალების შესახებ ადამიანების ინფორმირებაში. კვლევების ნაკლებობის გამო მედიკოსებისთვის ასექსუალობის ეტიოლოგიის გაგება სირთულეს წარმოადგენს. ადამიანთა უმეტესობა ვინც თავს ასექსუალს უწოდებს თვით იდენტიფიცირებულია. ეს შესაძლოა პრობლემური გახდეს, როდესაც ასექსუალობა ეშლებათ ინტიმურ ან ურთიერთობების პრობლემებში, ან სხვა სიმპტომებში, რომლებიც არ განსაზღვრავს ასექსუალობას. არსებობს ასევე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებისთვისაც ეს გაუგებარი ფენომენია, ამიტომ ასექსუალთა ორგანიზაციებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ხალხისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება, თუმცა თემაზე სამეცნიერო ფაქტების ნაკლებობის გამო, ამ ინფორმაციას ხშირად ეჭვქვეშ აყენებენ.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Asexual. TheFreeDictionary.com. ციტირების თარიღი: 3 December 2011.
  2. Nonsexual. TheFreeDictionary.com. ციტირების თარიღი: 3 December 2011.
  3. Harris, Lynn. (26 May 2005) Asexual and proud!. Salon. ციტირების თარიღი: 3 December 2011.
  ლგბტ პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ლგბტ თემებზე.