ასელარელი ადამიანი

ასელარელი ადამიანი — უძველესი ადამიანის პირობითი სახელწოდება. მამაკაცის თითქმის მთლიანი ჩონჩხი ნაპოვნია 1927 წელს საჰარაში, ფორტ ასელარის მახლობლად (მალის რესპუბლიკა). ასელარელი ადამიანი ანთროპოლოგიურად სამხრეთ აფრიკის თანამედროვე ნეგროიდების მსაგავსია. მისი არსებობის საორიენტაციო პერიოდად მეზოლითის ბოლოს მიიჩნევენ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსე, ტ. 1, გვ. 629, თბ., 1975