ასალის ტბა (არაბ. بحيرة عسل) — კრატერული ტბა ჯიბუტის ცენტრალურ ნაწილში. ცხელ, მზიან დღეებში ტბის მარილიანი წყლის აორთქლების შედეგად წარმოიქმნება მარილის კუნძულები. ტბა მდებარეობს ზღვის დონიდან 155 მეტრით დაბლა, აფარის დაბლობზე, ეს ყველაზე დაბალი წერტილია აფრიკაში. ტბის სიმლაშე შეადგენს 35 %-ს[1], ხოლო 20 მეტრის სიღრმეზე — 40 %-ს[2], რის შედეგადაც ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მლაშე ტბაა მსოფლიოში მკვდარ ზღვასთან და ელტონის ტბასთან ერთად. ტბა შემოფარგლულია მჭიდრო მლაშე ნიადაგის ფენით. მარილი მოიპოვება და ქარავნებით იგზავნება ეთიოპიაში.

ასალის ტბა
ასალის ტბის ხედი კოსმოსიდან
ასალის ტბის ხედი კოსმოსიდან
კოორდინატები: 11°40′ ჩ. გ. 42°24′ ა. გ. / 11.667° ჩ. გ. 42.400° ა. გ. / 11.667; 42.400
მდებარეობა ჯიბუტის დროშა ჯიბუტი
სიმაღლე ზღვის დონიდან -155 
სიგრძე 10 კმ
სიგანე კმ
ფართობი 54 კმ²
მოცულობა 0,4 კმ³
საშუალო სიღრმე 7,4 
მაქსიმალური სიღრმე 40 
მარილიანობა 350 
აუზის ფართობი 900 კმ²
ასალის ტბა — ჯიბუტი
ასალის ტბა
ასალის ტბა

ტბიდან დაახლოებით 5 კმ-ში სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ტაჯურის ყურე ინდოეთის ოკეანეში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. აფრიკის ტბები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-25. ციტირების თარიღი: 2015-10-28.
  2. ასალის ტბა