სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არშაკი (მრავალმნიშვნელოვანი).

არშაკ I, არსოკიქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. II საუკუნის II ნახევარში[1]. ლეონტი მროველის მიხედვით, არშაკი (არსოკი) არშაკუნიანი მეფის ძეა, რომელიც მოიწვიეს ქართლში ერისმთავრებმა. თანამედროვე ისტორიკოსთა აზრით, არსოკის ამგვარი წარმომავლობა საეჭვოა, რადგან არშაკუნიანები სომხეთში ორი საუკუნით უფრო გვიან გამეფდნენ.[2][1]

არშაკ I
იბერიის მეფე
წინამორბედი: ფარნაჯომი
მემკვიდრე: არტაგი
შვილები: არტაგი
დინასტია: ფარნავაზიანი

არსოკმა საქართველოს საზღვრები გაამაგრა და არმაზის ქალაქს მეორე ზღუდე შემოავლო. ამის მეფობაში რომის მთავარ-სარდლებმა სულამ და ლუკულმა რამდენჯერმე დაამარცხეს მითრიდატე VI (84 წ., 74 წ. და 72 წ.) და მისი მოკავშირე სიძე, სომხეთის მეფე, ტიგრანი (ძვ. წ. 69 წ.). მითრიდატემ კვლავ იწყო საომრად მზადება და რომაელების წინააღმდეგ მეზობელ მეფეთაგან მთელი კავშირი შეადგინა. ამ კავშირში უნდა შესულიყვნენ სომხეთის, კოლხეთის, იბერიისა და ალბანეთის მეფეები. მაგრამ ამასობაში მცხეთა-არმაზის მეფე არსოკი გარდაიცვალა და მის ნაცვლად, კავშირში მონაწილეობის მიღება მომდევნო მეფეს, არტაგს მოუხდა.[3]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 ჯანაშია ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 613.
  2. ლორთქიფანიძე მ., მეტრეველი რ., საქართველოს მეფეები, თბ.: „ნეკერი“, 2007. — გვ. 17, ISBN 99928-58-36-2.
  3. გორგაძე სერგი, საქართველოს ისტორია : მოკლე სისტემატიური კურსი მოზრდილთათვის, ტ. I, ქუთაისი, 1915. — გვ. 51.
წინამორბედი:
ფარნაჯომი
იბერიის მეფე
ძვ. წ. 93–81
შემდეგი:
არტაგი