არტურ და კოსტა ი სილვა

არტურ და კოსტა ი სილვა (პორტ. Artur da Costa e Silva; დ. 3 ოქტომბერი, 1899 — გ. 17 დეკემბერი, 1969) — ბრაზილიის არმიის გენერალი, 1964 წლის სამხედრო გადატრიალების შედეგად დამყარებული სამხედრო რეჟიმის პერიოდში მეორე პრეზიდენტი. დაქორწინდა იოლანდა ბარბოზა კოსტა ი სილვაზე, ჯარისკაცის ქალიშვილზე, რომელიც დაბადებული იყო რიუ-გრანდი-დუ-სულიში. მან მიაღწია ბრაზილიის არმიის მარშალის წოდებამდე და დაიკავა ომის მინისტრის თანამდებობა თავისი წინამორბედი პრეზიდენტის, მარშალ უმბერტუ კასტელუ ბრანკუს მთავრობაში.

არტურ და კოსტა ი სილვა
არტურ და კოსტა ი სილვა
ბრაზილიის 27-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 მარტი, 1967 – 31 აგვისტო, 1969
ვიცე-პრეზიდენტი  პედრო ალეიშუ
წინამორბედიუმბერტუ კასტელუ ბრანკუ
მემკვიდრესამხედრო ხუნტა

დაბადებული3 ოქტომბერი, 1899
რიუ-გრანდი-დუ-სული, ბრაზილია
გარდაცვლილი17 დეკემბერი, 1969
რიო-დე-ჟანეირო
ეროვნებაბრაზილიელი
პოლიტიკური პარტიაARENA
მეუღლეიოლანდა ბარბოზა კოსტა ი სილვა

კომუნისტების მიმართ, მისმა მთავრობამ რეპრესიული პოლიტიკა გაატარა, რომელიც მისმა მეკვიდრემ გენერალმა ემილიუ გარასტაზუ მედისმაც გააგრძელა.

მისი მმართველობის დროს გამოიცა ბრძანება, ცნობილი, როგორც AI-5 (Institutional Act 5). კანონი პრეზიდენტს ეროვნული კონგრესის დათხოვნის, პოლიტიკოსების ხელისუფლებიდან ჩამოშორების და მემარცხენეების წინააღმდეგ გატარებული რეპრესიების ინსტიტუციონალიზაციის საშუალებას აძლევდა.

ბიოგრაფია რედაქტირება

სამხედრო კარიერა რედაქტირება

არსებობს მცდარი მოსაზრება რომ მისი მშობლები იყვნენ პორტუგალიის მადეირადან. სინამდვილეში მისი ორივე მშობელი ბრაზილიელი იყო, თუმცა მისი ერთ-ერთი მეოთხე თაობის წინაპრები იყვნენ პორტუგალიელი ემიგრანტები, ლისაბონიდან.[1] კოსტა ი სილვამ სამხედრო კარიერა პორტუ-ალეგრის სამხედრო კოლეჯიდან დაიწყო, სადაც მან მიიღო პირველი თანრიგი. 1918 წელს შევიდა Escola Militar de Realengo-ში რიო-დე-ჟანეიროში. 1921 წლის 18 იანვარს მიიღო ასპირანტის ხარისხი, 1922 წელს გახდა მეორე ლეიტენატი.

კოსტა ი სილვას გენერლის წოდება 1952 წლის 2 აგვისტოს მიენიჭა და ბოლო რანგს - არმიის გენერალი მიაღწია 1961 წლის 25 ნოემბერს. 1950 წლიდან 1952-მდე არგენტინაში ბრაზილიის სამხედრო ატაშეა. 1957-დან 1959-მდე ხელმძღვანელობდა მესამე საჯარისო რეგიონს (რიუ-გრანდი-დუ-სული), 1961-ის აგვისტოდან 1962-ის სექტემბრამდე მეოთხე არმიის (პერნამბუკუ) ხელმძღვანელია.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • KOIFMAN, Fábio (org.) - ბრაზილიის პრეზიდენტები, გამომცემობა - Rio, 2001.
  • PORTELLA DE MELLO, (პორტ. A Revolução e o Governo Costa e Silva), გამომცემლობა - Guavira, 1979.
  • SILVA, Hélio, კოსტა ი სილვა - 23º ბრაზილიის პრეზიდენტი, გამომცემლობა - Três, 1983.
  • TAVARES, Aurélio de Lyra,(პორტ. O Exército no Governo Costa e Silva), გამომცემლობა - Departamento de Imprensa Nacional, 1968.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. KOIFMAN, Fábio. Presidentes Do Brasil: De Deodoro A Fhc.
წინამორბედი:
უმბერტუ კასტელუ ბრანკუ
ბრაზილიის პრეზიდენტი

19671969
შემდეგი:
სამხედრო ხუნტა