არტემია (ლათ. Artemia) — კიბოსნაირთა გვარი ლაყუჩფეხიანთა რიგისა (Anostraca). წარმოდგენილია ერთადერთი სახეობით (Artemia salina), რომლის სიგრძეა 0,8—1 სმ. არტემია გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, ბინადრობს მლაშე ტბებსა და ზღვების ლიმანებში. არტემია იტანს წყლის დიდ მარილიანობას (თითქმის 300°/°°-მდე). წყლის ნაირგვარ მარილიანობასთან დაკავშირებით წარმოიქმნება რამდენადმე განსხვავებული აღნაგობის მქონე ფორმები. არტემია შეიძლება გამრავლდეს პართენოგენეზურად. არტემიათი და მისი ლარვებით კვებავენ თევზებსა და ზღვის სხვა ცხოველებს თევზსაშენებსა და აკვარიუმებში, რისთვისაც არტემიას სპეციალურად აშენებენ.

არტემია
Artemia salina
Artemia salina
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  კიბოსნაირნი
რიგი:  ლაყუჩფეხიანები
გვარი:  არტემია
ლათინური სახელი
Artemia

ლიტერატურა რედაქტირება