არსენ ელერდაშვილი

არსენ ელერდაშვილი (დ. 5 ივნისი, 1943, პატარძეული — გ. 5 იანვარი, 2010) — ქართველი ბიოლოგი. ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1999).

არსენ ელერდაშვილი
დაბადების თარიღი 5 ივნისი, 1943
პატარძეული
გარდაცვალების თარიღი 5 იანვარი, 2010 (66 წლის)
ეროვნება ქართველი
საქმიანობა ბიოლოგი

1965 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი.

1965-1996 წლებში მუშაობდა სპორტის აკადემიაში სხვადასხვა სამეცნიერო თანამდებობაზე. 1997-2006 წლებში იყო ანატომიის კათედრის გამგე, 2007-2009 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადამიანის ანატომიის დეპარტამენტის კონტრაქტით მოწვეული პროფესორი, მან შეიწავლა ადამიანის ტერფის აქტიური აპარატის ევოლუციის ზოგიერთი საკითხი და მისი მორფოფუნქციური ცვლილებების დინამიკა სპორტის სპეციალური სახეების გავლენით.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება