არსაული[1] (ყოფილი გოგირდწყალი; ყოფილი მესამე ქარხანა - გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[2].) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში (პრიმორსკოეს თემი), შავი ზღვის ნაპირზე. ზღვის დონიდან 80 მ, გუდაუთიდან 9 კმ, პრიმორიდან 2 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეთამბაქოეობა და მეციტრუსეობა.

სოფელი
არსაული
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გუდაუთის მუნიციპალიტეტი
თემი პრიმორსკოე
ადრეული სახელები გოგირდწყალი
მოსახლეობა 0 კაცი (2002)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 17.
  2. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949