არნო არუთინის ძე ბაბაჯანიანი (სომხ. Առնո Բաբաջանյան; დ. 22 იანვარი, 1921, ერევანი, სომხეთი — გ. 15 ნოემბერი, 1983, მოსკოვი, რუსეთი) — სომეხი კომპოზიტორი და პიანისტი, სსრკ სახალხო არტისტი (1971).

არნო ბაბაჯანიანი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 22 იანვარი, 1921
დაბ. ადგილი ერევანი, სომხეთი
გარდ. თარიღი 1 ნოემბერი, 1983 (62 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი, რუსეთი
დასაფლავებულია Tokhmakh cemetery
ეროვნება სომხები[1]
ჟანრ(ებ)ი კლასიკური მუსიკა
საქმიანობა კომპოზიტორი, პიანისტი
აქტიური 1952-1983
საიტი babajanyan.ru
არნო ბაბაჯანიანი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია რედაქტირება

1947 წელს დაამთავრა ერევნისა და მოსკოვის (1948, პროფ. კ. იგუმნოვის კლასი) კონსერვატორიები. დემოკრატიული ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი პრაღასა (1947) და ბუქარესტში (1953). ბაბაჯანიანის სტილის ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია სერგეი რახმანინოვისა და არამ ხაჩატურიანის შემოქმედებამ. ბაბაჯანიანის უმთავრესი ნაწარმოებებია: „გმირული ბალადა“, ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის (1950, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951), საფორტეპიანო ტრიო (1953), 6 სურათი ფორტეპიანოსათვის (სომხეთის სახელმწიფო პრემია, 1967), პოემა-რაფსოდია სიმფონიური ორკესტრისათვის (1954), კონცერტები ვიოლინოსა (1949) და ვიოლენჩელოსათვის (1962), 2 სიმებიანი კვარტეტი, სავიოლინო სონატა, მრავალი პოპულარული სიმღერა, მუსიკა კინოფილმებისათვის. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  1. სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. ԽուդավերդյանՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.