არნოლფინების ოჯახის პორტრეტი

ნახატი "არნოლფინების ოჯახის პორტრეტი" შეიქმნა 1434 წელს, მეთხუთმეტე საუკუნის ნიდერლანდელი მხატვრის, იან ვან ეიკის მიერ.

არნოლფინების ოჯახის პორტრეტი
Portret van Giovanni Arnolfini en zijn vrouw
ავტორი იან ვან ეიკი
წელი 1434 წელი
კატალოგი 47, 2, 23[1] და 20[2]
ტიპი ნახატი
სიმაღლე 82,2
სიგანე 60
ქალაქი ლონდონი,
მუზეუმი ლონდონის ეროვნული გალერეა

ნახატზე გამოსახული კაცი არის იტალიელი ვაჭარი ჯოვანი არნოლფინი. იგი ცხოვრობდა ქალაქ ბრიუგეში, როგორც იტალიაში ერთ-ერთი უმდიდრესი გვარის, მედიჩების საბანკო სახლის წარმომადგენელი. ქალი, მისი მეუღლეა. აგრეთვე იტალიელი, ჯოვანე ჩენამი.

მე,იან ვან ეიკი,ვიყავი აქ

კაცს ხელი აქვს მოკიდებული ქალის მარჯვენა ხელზე, თითქოს ერთგულების პირობას დებს. მეორე ხელი ზევით აქვს აწეული ფიცის სიმტკიცის დასადასტურებლად. ეს შეუღლების სცენაა. კედელზე მრგვალი სარკე კიდია. მასში ცოლ-ქმრის ზურგი და კიდევ ორი კაცია არეკლილი. ეს კაცები ალბათ მოწმეები არიან. მათგან ერთ-ერთი შესაძლოა თვით იან ვან ეიკიც იყოს, ვინაიდან სარკის ჩარჩოს აწერია:

ვიკიციტატა
„მე, იან ვან ეიკი, ვიყავი აქ“

კედელზე ჩამოკიდებული კრიალოსანი ღვთისმოსაობაზე იუთითებს. ხოლო იქვე, სარკის მახლობლათ ჩამოკიდებული პატარა ცოცხი, როგორც ოჯახური, ისე სულიერი სიმშვიდის სიმბოლოა. ფანჯარასთან ფორთოხლები ალაგია. ეს ოჯახურიცხოვრების ბედნიერებასა და მატერიალურ კეთილდღეობაზე მიანიშნებს. იმ პერიოდის ნიდერლანდებში ფორთოხალი ძალზე ძვირი და იშვიათი ხილი იყო. ცოლ-ქმრის წინ ძაღლია. იგი ერთგულების სიმბოლოა. საშინაო ფეხსაცმელი კი განუყრელ წყვილს და ოჯახურ სიმყუდროვეს გამოხატავს.

ნახატის ისტორიასთან დაკავშირებით მრავალი აზრი არსებობს. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით ჯოვანი არნოლფინიმ ეს ნახატი იან ვან ეიკერს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დაახატინა. ამ მოსაზრებას ორი მნიშვნელოვანი ფაქტი ამყარებს. სურათზე კარგად ჩანს ჭაღი, რომელიც თითქოს გამყოფ როლს თამაშობს. თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ჯოვანი არნოლფინის მხარეს ჭაღზე სანთელი ანთია, ხოლო მისი მეუღლის მხარეს არა. აშკარაა, რომ ჯოვანე ჩენამი ფეხმძიმედ იყო, სწორედ ამიტომაა სავარაუდო რომ ის ადრეულ ასაკში, სწორედ ფეხმძიმობის დროს გარდაიცვალა. ცნობილია, რომ ამ დროს ნიდერლანდებში საკმაოდ ბევრი ქალი იღუპებოდა ფეხმძიმობის დროს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Hicks, Carola, Girl in a Green Gown: The History and Mystery of the Arnolfini Portrait, London: Random House, 2011, ISBN 0-7011-8337-3
  • Seidel, Linda, "'Jan van Eyck's Portrait': business as usual?", Critical Inquiry, volume 16, issue 1, pages 54–86, Autumn 1989, JSTOR

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  1. https://archive.org/details/100greatpainting00gord/page/64/mode/2up
  2. https://www.kikirpa.be/friedlaender/5