არმაზ ახვლედიანი (დ. 18 იანვარი, 1970, ბათუმი) — ქართველი პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი, ფილოსოფოსი.

არმაზ ახვლედიანი
დაბადების თარიღი 18 იანვარი, 1970 (1970-01-18) (54 წლის)
დაბადების ადგილი ბათუმი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

1991 წელს დაამთავრა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი პოლიტოლოგის სპეციალობით და 1994 წელს ასპირანტურა. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი“. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება