არკინარეთის ეკლესია

არკინარეთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ არკინარეთში, სოფლიდან სამხრეთ-დასავლეთით 2 კმ-ზე. აგებულია შუა საუკუნეებში.

სოფლიდან სამხრეთ-დასავლეთით 2 კმ-ზე მდებარე მცირე ზომის დარბაზული ეკლესია ნაგებია ყორექვით. აბსიდა ნახევარწრიულია. ჩრდილოეთით ერთი სწორკუთხა ნიშაა. ასეთივე ნიშებია გრძივ კედლებში. სარკმლები დასავლეთით და აღმოსავლეთითაა. შესასვლელი სამხრეთ კედელშია გაჭრილი. კედლების შემორჩენილი მცირე ნაწილიც ძლიერ არის დაზიანებული.

ლიტერატურა რედაქტირება

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 12