ართურ ჰოლმზი

ბრიტანელი გეოლოგი და პეტროგრაფი

ართურ ჰოლმზი (ინგლ. Arthur Holmes; დ. 14 იანვარი 1890 — გ. 20 სექტემბერი 1965) — ბრიტანელი გეოლოგი და პეტროგრაფი. ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1942). 1909 წელს დაამთავრა ლონდონის უნივერსიტეტი. დარემისა (1927-1943) და ედინბურგის (1943 წლიდან) უნივერსიტეტების პროფესორი. მისი ძირითადი შრომები მიეძღვნა ქანების აბსოლუტური ასაკის დადგენის თეორიას. ავტორია შრომებისა ფიზიკურ გეოლოგიაში და სხვა. შეიმუშავა ფანეროზოური ეონის პირველი გეოქრონოლოგიური სკალა (1947).

ართურ ჰოლმზი
ინგლ. Arthur Holmes
დაბ. თარიღი 14 იანვარი, 1890(1890-01-14)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი გეიტსჰედი
გარდ. თარიღი 20 სექტემბერი, 1965(1965-09-20)[5] [1] [2] [3] [4] (75 წლის)
გარდ. ადგილი ლონდონი
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა გეოფიზიკოსი და გეოლოგი
მუშაობის ადგილი დარემის უნივერსიტეტი და ედინბურგის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ლონდონის საიმპერიო კოლეჯი და Gateshead Grammar School
მეუღლე Doris Reynolds
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი, მურჩისონის მედალი, პენროუზის მედალი[6] , ვეტლესენის პრემია, Makdougall Brisbane Prize და უოლასტონის მედალი[7]
გავლენა მოახდინეს

თხზულებები რედაქტირება

  • The age of the Earth, L. — Edinb. — P., 1937;
  • The nomenclature of petrology, 2 ed., L., 1928.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება