ართურ ჯეიმზ ბალფური

ართურ ჯეიმზ ბალფური (ინგლ. Arthur Balfour; დ. 25 ივლისი, 1848, უიტინჯემი — გ. 19 მარტი, 1930, ფიშერ-ჰილი, სარის საგრაფო) — ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე. 1874 წლიდან პარლამენტის წევრი. კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. ლორდი 1922 წლიდან, 1887-1891 წლებში ირლანდიის საქმეთა მინისტრი. ატარებდა ირლანდიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინააღმდეგ მკაცრი რეპრესიების პოლიტიკას. 1891-1892 წლებსა და 1895-1902 წლებში ფინანსთა მინისტრი, 1902-1905 წლებში პრემიერ-მინისტრი. 1904 წელს საფრანგეთიდან დადო შეთანხმება, რომელიც ანტანტის საფუძველი გახდა. 1915-1916 წლებში იყო საზღვაო მინისტრი, 1916-1919 წლებში იყო საგარეო საქმეთა მინისტრი. 1918 წლის მარტიდან აქტიურად მონაწილეობდა ანტისაბჭოური ინტერვენციის მოწყობაში. მისი ე. წ. „ბალფურის დეკლარაცია“ (1917 წლის ნოემბერი) პალესტინაში ებრაული „ეროვნული კერის“ შექმნის შესახებ გამოხატავდა ბრიტანეთის იმპერიალიზმის მისწრაფებას შეენარჩუნებინა ბატონობა ახლო აღმოსავლეთში. ბალფურმა, როგორც ინგლისელმა დელეგატმა, მონაწილეობა მიიღო ვერსალის საზავო ხელშეკრულების (1919) შემუშავებაში. 1912-1922 წლებში იგი მეთაურობდა ინგლისის დელეგაციას ვაშინგტონის კონფერენციაზე.

ართურ ჯეიმზ ბალფური

ლიტერატურა რედაქტირება