ართურ ლესლი მორტონი

ართურ ლესლი მორტონი (ინგლ. Arthur Leslie Morton; დ. 4 ივლისი, 1903, ჰენგრეივი, საფოკი — გ. 23 ოქტომბერი, 1987) — ინგლისელი ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე და პუბლიცისტი. განათლება მიიღო კემბრიჯის უნივერსიტეტში. იყო დიდი ბრიტანეთის კომპარტიის (დბკპ) წევრი 1929 წლიდან. დბკპ-სთან არსებული ისტორიკოს მარქსისტთა ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მორტონის „ინგლისის ისტორია“ (1937) არის პირველი ნაშრომი, რომელშიც დიდი ბრიტანეთის ისტორია გაშუქებულია მარქსისტული პოზიციებიდან.

ლიტერატურა რედაქტირება