ართვინის პროვინცია

თურქეთის პროვინცია
ტერმინს „ართვინი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ართვინი (მრავალმნიშვნელოვანი).

ართვინის პროვინცია (თურქ. Artvin ili) — პროვინცია (ილი) ჩრდილო–აღმოსავლეთ თურქეთში, შავი ზღვის რეგიონში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ართვინი. მოიცავს 9 რაიონს.

ადმინისტრაციული ერთეული
ართვინის პროვინცია
თურქ. Artvin ili
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
რეგიონი შავი ზღვის რეგიონი
ადმ. ცენტრი ართვინი
შიდა დაყოფა არტანუჯი (ქალაქი), არჰავი, ართვინი, ბორჩხა, ხოფა, მურგული, შავშეთი, იუსუფელი და ქემალფაშა (ართვინი)
კოორდინატები 41°08′00″ ჩ. გ. 41°51′00″ ა. გ. / 41.13333° ჩ. გ. 41.85000° ა. გ. / 41.13333; 41.85000
მმართველი მუსტაფა იემლიჰალიოღლუ
ფართობი 7436 კმ²
მოსახლეობა 174 010 (2018)[1]
სატელეფონო კოდი 466
საფოსტო ინდექსი 08000–08999
საავტომობილო კოდი 08
ოფიციალური საიტი http://www.artvin.gov.tr
ართვინის პროვინცია — თურქეთი
ართვინის პროვინცია

გეოგრაფია რედაქტირება

პროვინციას ჩრდილოეთით ესაზღვრება საქართველო (აჭარა), აღმოსავლეთით არტაანის, სამხრეთით – ერზურუმის და დასავლეთით რიზეს პროვინციები, აქვს 35 კილომეტრიანი საზღვაო საზღვარი შავ ზღვაზე (ნავსადგური ხოფა). პროვინციის დიდი ნაწილი მდებარეობს მდინარე ჭოროხის აუზში.

მოსახლეობა რედაქტირება

მოსახლეობა შეადგენს 164 ათას ადამიანს (2012), უდიდესი ქალაქებია: ართვინი (25 ათასი ადამიანი, 2012), ხოფა (18 ათასი ადამიანი, 2012). თურქების გარდა ცხოვრობენ ლაზები და აჭარლები (ქართველი მუსლიმები), აგრეთვე ხემშილები (სომეხი მუსლიმები).

ისტორია რედაქტირება

პროვინციის ტერიტორია წლების მანძილზე გადადიოდა ხელიდან ხელში. ეკუთვნოდა საქართველოს, ოსმალეთის იმპერიას, რუსეთს (1828 წლიდან; პროვინციის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ქუთაისის გუბერნიის, ბათუმის ოლქის ართვინის ოკრუგი).

1921 წელს ყარსის ხელშეკრულების შემდეგ არტაანის, ყარსისა და იგდირის პროვინციებთან ერთად გადაეცა თურქეთს.

რაიონები რედაქტირება

ართვინის პროვინცია იყოფა 8 რაიონად (ცენტრალური რაიონი მოცემულია მსხვილი ასოებით):

  1. არტანუჯი (Ardanuç)
  2. არჰავი (Arhavi)
  3. ართვინი (Artvin)
  4. ბორჩხა (Borçka)
  5. ხოფა (Hopa)
  6. მურგული (Murgul)
  7. შავშათი (Şavşat)
  8. იუსუფელი (Yusufeli)
  9. ქემალფაშა (Kemalpaşa)

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

თარგი:ართვინის პროვინცია