არეცო (იტალ. Arezzo) — ქალაქი და კომუნა ცენტრალურ იტალიაში, არეცოს პროვინციის დედაქალაქი, მდებარეობს ტოსკანაში, მდინარე არნოს ნაპირზე, ფლორენციიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 80 კმ, ზღვის დონიდან 296 მეტრის სიმღლეზე. არეცო ცნობილია ძვ. წ. IV საუკუნიდან. დაარსებულია ეტრუსკების მიერ. მოსახლეობა 341 766 ადამიანი (2020).

ქალაქი
არეცო
იტალ. Arezzo
დროშა გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
კოორდინატები 43°27′47″ ჩ. გ. 11°52′41″ ა. გ. / 43.46306° ჩ. გ. 11.87806° ა. გ. / 43.46306; 11.87806
დაარსდა ძვ. წ. IX საუკუნე
ფართობი 384.7 კმ²
ცენტრის სიმაღლე 296±1 მეტრი
ოფიციალური ენა იტალიური ენა
მოსახლეობა 96 260 (1 იანვარი, 2023)[1]
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 0575
საფოსტო ინდექსი 52100
საავტომობილო კოდი AR
ოფიციალური საიტი http://www.comune.arezzo.it/
არეცო — იტალია
არეცო

არქიტექტურა რედაქტირება

არეცო მდიდარია ხელოვნების ძეგლებით. სანტა მარია დელა პიევეს ეკლესია XII-XIII საუკუნისაა. მის საკურთხეველში ინახება პ. ლორენცეტის მრავალკარედი ხატი. მნიშვნელოვანი ძეგლია XIII-XIV საუკუნეების რომანულ-გოტიკური ტაძარი. 1275 წელს აშენებულ სან-დომენიკოს გოტიკურ ეკლესიაში დაცულია ჩიმაბუეს ჯვარცმა. 1322 წლის გოტიკურ სან-ფრანჩესკოს ტაძარშ დაცულია პიეტრო დელა ფრანჩესკას ფრესკების ციკლი. 1375-1377 წლებს განეკუთვნება პალაცო დელა ფრატერნიტა დეი ლაიჩი, რომელიც გაფართოებულია ბერნარდო როსელინოს მიერ XV საუკუნეში. სანტა მარია დელე გრაციეს ეკლესია (არქ. ბენედეტო დი მაიანო) აშენებულია XIII-XIV საუკუნეებში, პალაცო დელე ლოჯე (არქ. ჯ. ვაზარი) აშენებულია 1573-1581 წლებში. არეცოშია ჯ. ვაზარის სახლი, არქეოლოგიური და სამხატვრო მუზეუმები.

ცნობილი ადამიანები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება