არენდ-როლანის კომეტა

არენდ-როლანის კომეტა (კომეტა 1957 III) აღმოაჩინეს სილვენ არენდმა და ჟორჟ როლანმა 1956 წლის 8 ნოემბერს უკლის ობსერვატორიაში (ბელგია).

1957 წლის 8 აპრილს კომეტამ პერიჰელიუმი გაიარა. ბრწყინვალების მაქსიმუმში პირველი ვარსკვლავიური სიდიდისა იყო, კარგად ჩანდა შეუიარაღებელი თვალით, ჰქონდა 2 კუდი, რომელთაგან უგრძესი 60 მლნ. კმ-ზე იყო გაჭიმული. სპექტრში ნახშირბადის, ციანისა და ნატრიუმის ზოლები ჩანდა. არენდ-როლანის კომეტა პირველი კომეტაა, რომელშიც შეინიშნა რადიოგასხივები. კომეტა არაპერიოდულია.

ლიტერატურა რედაქტირება