არეგუა (ესპ. Areguá) — ქალაქი პარაგვაიში, ცენტრალური დეპარტამენტის დედაქალაქი. მდებარეობს ასუნსიონიდან 28 კმ-ის დაშორებით. მისი საუკეთესო მახასიათებელია გეოგრაფიული მდებარეობა — გაშენებულია სხვადასხვანაირი კლდის ფორმაციის მქონე ბორცვებსა და იპაკარაის ტბას შორის. გარემომცველი არეალის ტოპოგრაფია ქალაქს უნიკალურ ბუნებრივ შარმს სძენს. ფართოდაა შემორჩენილი კოლონიური არქიტექტურა, თავდაპირველი რიყის ქვით ნაგები ქუჩები, რაც ქალაქს მიმზიდველ ღირსშესანიშნაობად აქცევს. ხშირად არეგუას „მარწყვის ქალაქსაც“ უწოდებენ, რადგან ამ ხილს ის დიდი რაოდენობით აწარმოებს. აქ ასევე ცხოვრობს მრავალი ხელმარჯვე ხელოსანი, რომლებიც თავიანთ პროდუქციას მთელი წლის მანძილზე გამოფენენ ქუჩებში. ქალაქში მდებარეობს ხელნაკეთი ნივთების მუზეუმი.

ქალაქი
არეგუა
Areguá
დროშა

ქვეყანა პარაგვაის დროშა პარაგვაი
დეპარტამენტი ცენტრალური
კოორდინატები 25°17′43″ ს. გ. 57°24′53″ დ. გ. / 25.29528° ს. გ. 57.41472° დ. გ. / -25.29528; -57.41472
დაარსდა 1538
ფართობი 122 კმ²
ცენტრის სიმაღლე 70
ოფიციალური ენა ესპანური ენა და გუარანის ენა
მოსახლეობა 67 487 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 550 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-4, ზაფხულში UTC-3
სატელეფონო კოდი 291
საფოსტო ინდექსი 2680
ოფიციალური საიტი https://www.municipios.gov.py/aregua/
არეგუა — პარაგვაი
არეგუა

ისტორია რედაქტირება

ქალაქი 1538 წელს დომინგო მარტინეს დე ირალამ დააარსა ინდიელთა მიწაზე. ამ დროს მას „ტაპაჩუა“ ერქვა.

ესპანური კოლონიზაციის დასაწყისში, ქალაქში განვითარდა მეცხოველეობა. XIX საუკუნის დასასრულს კი ის საზაფხულო ქალაქად იქცა, სადაც მწერლები, მსახიობები და ინტელიგენცია ზაფხულის ცხელ თვეებს ატარებდა.

კლიმატი რედაქტირება

კლიმატი ქალაქში თბილია. უმაღლესი ტემპერატურა ზაფხულში 40°C-ს აღწევს, მინიმალური კი ზამთარში 0°C-მდე ეცემა. ყველაზე წვიმიანი სეზონია იანვარ-აპრილში. ხელსაყრელი ტემპერატურა და იპაკარაის ტბა არეგუას მიმზიდველ ტურისტულ დესტინაციად აქცევს.

გალერეა რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება