არგენტინის ადმინისტრაციული დაყოფა
არგენტინა წარმოადგენს ფედერაციული წყობის რესპუბლიკას და იყოფა 23 პროვინციად (ესპ. provincia) და ერთ ფედერალურ ოლქად (ესპ. ciudad autónoma) ბუენოს-აირესი. ფედერაციის ყოველ სუბიექტს აქვს საკუთარი კონსტიტუცია.
პროვინციები იყოფა დეპარტამენტებად (ესპ. departamentos), გარდა ბუენოს-აირესის პროვინციისა, რომელიც იყოფა 134 ოლქად (ესპ. partidos). დედაქალაქი ბუენოს-აირესი იყოფა 48 კვარტალად (ესპ. barrios), რომლებიც გაერთიანებულნი არიან 15 კომუნაში (ესპ. communas).