ტერმინს „არა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ არა.

არა, არარა — სოლისებრბოლოიანი თუთიყუშების ორი გვარის (Ara და Anodorhynchus) საერთო სახელწოდება. მათი შეფერილობა ლურჯი, წითელი, ყვითელი და იშვიათად მწვანეა. გავრცელებული არიან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში — მექსიკიდან პარაგვაიმდე. ბინადრობენ ტყეში, ხის ფუღუროში. დებენ 2 კვერცხს. იკვებებიან მცენარის ნაყოფით, თესლით. ყველაზე უფრო ცნობილი სახეობებია არარაუნა (Ara ararauna), არა (Ara macao) და იაგუნდისფერი არა (Anodorhynchus hyacinthinus).

არა
აღწერა
ექვსი გვარის საერთო სახელი

ლიტერატურა რედაქტირება