არაორგანული ქიმია

არაორგანული ქიმია — მეცნიერება ქიმიური ელემენტებისა და მათგან წარმოქმნილი მარტივი და რთული ნივთიერებების შესახებ. XVIII საუკუნის ბოლომდე სახელწოდება „არაორგანული ქიმია“ და „ორგანული ქიმია“ მიუთითებდა, თუ ბუნების რომელი „სამეფოდანაა“ მიღებული ესა თუ ის ნაერთი. არაორგანული ქიმიის მთავარ ამოცანას ქიმიური ელემენტებისა და მათგან წარმოქმნილი ნაერთების შესწავლა შეადგენს, რომელიც მათი ატომებისა და მოლეკულების აღნაგობის, შედგენილობისა და თვისებების ყოველმხრივი გამოკვლევის გზით ხორციელდება.

ცეზიუმის ქლორიდი — კრისტალური სტრუქტურის მაგალითი

არაორგანული ქიმიის თეორიულ საფუძველს ქმნის ატომისტიკა და მენდელეევის პერიოდულობის კანონი. პირველი ცნობები არაორგანულ ნივთიერებათა — ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, ტყვიის, კალისა და ვერცხლისწყლის, ნახშირბადის და გოგირდის შესახებ უძველეს დროს ეკუთვნის. უკვე III-IV საუკუნეებში ცდილობდნენ არაკეთილშობილი ლითონების გარდაქმნას კეთილშობილ ლითონებად, რაც შემდგომში მთელი ალქიიის მიმართულების კვლევის საგანი გახდა. XVI-XVII საუკუნეებში ქიმიის ძირითადი ყურადღება მიმართული იყო სამკურნალო პრეპარატების დამზადებაზე, რითაც საფუძველი ჩაეყარა იატროქიმიის განვითარებას. XVII საუკუნის დასასრულს ფრანგმა ქიმიკოსმა ნიკოლა ლემერის „ქიმიის კურსში“ (1675) ქიმიური ნივთიერებანი, მათი წარმოქმნის შესაბამისად დაყო მინერალურ, ცხოველურ და მცენარეულ ნივთიერებებად. აქედან წარმოიშვა სახელწოდება მინერალური ქიმია.

ლიტერატურა რედაქტირება