არალყუმი — ასე უწოდებენ უდაბნოს, რომლის ადგილასაც ერთ დროს არალის ზღვა მდებარეობდა.[1] მის სამხრეთით და დასავლეთით, უზბეკეთისა და ყაზახეთის ტერიტორიებზე მდებარეობს არალის ზღვის ნარჩენები.

არალყუმი და არალის ზღის ნარჩენები კოსმოსიდან. 2008 წ.
არალყუმი
არალყუმი. უზბეკეთი

უდაბნოს ქვიშა შეიცავს მარილს, ზღვის დეპოზიტებს, მინერალების ნაშთებს, რომლებიც არალის ზღვაში მორწყული მინდვრებიდან ჩაედინებოდა. უდაბნო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჰაერის მასების ძლიერი გადაადგილების არეალში მდებარეობს, რის გამოც, პესტიციდები, რომლებიც ქარს მტვრის სახით გადააქვს, ანტარქტიდაშიც კი აღმოაჩინეს პინგვინების სისხლში. ეს მტვერი აღმოჩენილ იქნა ასევე გრენლანდიის მყინვარებში, ნორვეგიის ტყეებსა და რუსეთის ველებზე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Aral Sea დაარქივებული 2009-03-16 საიტზე Wayback Machine. State of Environment of the Aral Sea Basin. Regional report of the Central Asian States. (2000)