არაკატაკა (ესპ. Aracataca) — მუნიციპალიტეტი კოლუმბიაში, კარიბის რეგიონის მაგდალენას დეპარტამენტში. ეს სამდინარო ქალაქი 1885 წელს დაარსდა და სახელიც სწორედ ამ მდინარისგან, არაკატაკასგან მიიღო, რომელიც სიერა-ნევადა-დე-სანტა-მარტას მთის სისტემიდან სიენაგა-გრანდე-დე-სანტა-მარტას ჭაობებისაკენ მიემართება. ქალაქი მდებარეობს დეპარტამენტის დედაქალაქ სანტა-მარტადან 80 კმ-ით სამხრეთით.

ქალაქი
არაკატაკა
Aracataca

გაბრიელ გარსია მარკესის სახლ-მუზეუმი
დროშა

ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია
დეპარტამენტი (კოლუმბია)|კოლუმბიის დეპარტამენტები| დეპარტამენტი მაგდალენა
კოორდინატები 10°35′37″ ჩ. გ. 74°11′34″ დ. გ. / 10.59361° ჩ. გ. 74.19278° დ. გ. / 10.59361; -74.19278
დაარსდა 1885
ფართობი 1 755 კმ²
ცენტრის სიმაღლე 40 მეტრი
მოსახლეობა 51 975 კაცი (2005)
სასაათო სარტყელი UTC-5
ოფიციალური საიტი aracataca-magdalena.gov.co/index.shtml
არაკატაკა — კოლუმბია
არაკატაკა

1927 წელს, არაკატაკაში დაიბადა ნობელის პრემიის ლაურეატი, მწერალი გაბრიელ გარსია მარკესი. ამ ქალაქს ხშირად სოფელ მაკონდოს პროტოტიპად იყენებენ, რომელიც ცენტრალური სოფელია მარკესის შედევრში „მარტოობის ასი წელიწადი“. დღეისათვის, სახლი, სადაც მარკესი დაიბადა (ამჟამად სახლ-მუზეუმი) და ეკლესია, სადაც იგი მოინათლა, მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენს.[1]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. VIVA Aracataca Travel Guide - Plan your Aracataca vacation. Aracataca flights, tours, hotel reviews and maps. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-16. ციტირების თარიღი: 2012-03-04.