აჟიაქართული აბორიგენული ვარდისფერყურძნიანი საღვინე და სასუფრე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.

„აჟია“ ქართულად „ხის ყურძენს“, „ხეზე დაკრეფილს“ ნიშნავს.

ბოტანიკური აღწერა რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი ან მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარეზე შეიმჩნევა თხელი აბლაბუდისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ფრთიანი, თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი ვარდისფერი. კანი სქელი აქვს, რბილობი — მდნარი.

ვაზი საშუალო და საშუალოზე ძლიერი ზრდისა და საშუალომოსავლიანია. აჟია სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის.

მიიღება სუფრის ვარდისფერი ღვინო და გამოიყენება სასუფრე ყურძნად.

ლიტერატურა რედაქტირება

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 40

სქოლიო რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აჟია&oldid=4447788“-დან