აპოლონიოს როდოსელი

აპოლონიოს როდოსელი (დ. ძვ. წ. 295 — გ. ძვ. წ. 215) — გამოჩენილი ალექსანდრიელი ეპიკოსი, სწავლული, პოეტი.

აპოლონიოს როდოსელი
ძვ. ბერძნ. Ἀπολλώνιος Ῥόδιος
დაბადების თარიღი ძვ. წ. 295
დაბადების ადგილი ალექსანდრია
გარდაცვალების თარიღი ძვ. წ. 215
გარდაცვალების ადგილი როდოსი
საქმიანობა პოეტი, ბიბლიოთეკარი, მითოგრაფი, გრამატიკოსი და მწერალი[1]
ენა ძველი ბერძნული ენა
Magnum opus არგონავტიკა

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა ძვ.წ. 295 წელს ალექსანდრიაში. იყო კალიმაქეს მოწაფე და შემდეგ მეტოქე. მერე ლიტერატურულ მოქიშპეებს გაერიდა, როდოსზე გადასახლდა და დაამუშავა „არგონავტიკის“ პირველი ვარიანტი, რომელიც კალიმაქემ და სხვა მოღვაწეებმა სასტიკად გაუკრიტიკეს. ამიტომ შექმნა ახალი ვარიანტი, რამაც დიდად განუთქვა სახელი. ეს წიგნი მრავალგზის ითარგმნა თითქმის ყველა ევროპულ ენაზე და იმდენად მნიშვნელოვანია, რომ როდოსელ მგოსანს თვით ვალერიუს ფლაკუსი და ვერგილიუსი ბაძავდნენ, იყენებდნენ და სწავლობდნენ. მართალია, მან სრულყოფილი ოსტატობით ვერ განახორციელა გაბედული მიზანი, ჰომეროსის დიდი ეპოსი უნდა აღვადგინოო, მაგრამ მისმა ეპოსმაც ლიტერატურის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა და წყაროს მნიშვნელობა შეიძინა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • აპოლონიოს როდოსელი. [რედ. ა. ურუშაძე].(1970). არგონავტიკა. თბილისი: „მეცნიერება“.
  • Bulloch, A.W. (1985), „Hellenistic Poetry“, P. Easterling and B. Knox, The Cambridge History of Classical Literature: Greek Literature, Cambridge University Press
  • Cameron, A (1995), Callimachus and His Critics, Princeton
  • Green, P. (1997), The Argonautika, Berkeley
  • Hunter, R. L. (1989), Apollonius of Rhodes, Argonautika, Book III, Cambridge University Press
  • Lefkowitz, Mary R. (2011), „Myth and History in the Biography of Apollonius“, T. Papaghelis and A. Rengakos, Brill's Companion to Apollonius Rhodius; Second, Revised Edition, Brill

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  1. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.