აოსირხვა[1], ავასირხვა[2]სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში (აჭანდარის თემი), მდინარე ააფსთის ნაპირზე. ზღვის დონიდან 160 მ, შავი ზღვიდან 13 კმ, გუდაუთიდან 19 კმ.[3] სახელწოდება აფხაზურია და ოსიების (ოსია – გააფხაზებული ქართული გვარი) ბორცვს ნიშნავს[4].

სოფელი
აოსირხვა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გუდაუთის მუნიციპალიტეტი
თემი აჭანდარა
მოსახლეობა 0 კაცი (2002)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

სქოლიო რედაქტირება