აოდვა პურეულისა, აშრეტა, აფშრუკვა — მარცვლის ნაადრევად მომწიფება არახელსაყრელი გარემო პირობების გავლენით (ხორშაკი, გვალვა და სხვა). აოდვის დროს მარცვალში საკვები ნივთიერების დაგროვება შეფერხებულია და იგი გამომშრალია, ბჟირი, რაც საგრძნობლად ამცირებს მოსავლიანობას.

ლიტერატურა რედაქტირება