ანჩხოს უღელტეხილი
უღელტეხილი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
ანჩხო[1], ანჩხა — უღელტეხილი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების ბზიფისა და ლაშიფსის წყალგამყოფ ანჩხოს ქედზე. ზღვის დონიდან 2031 მ. საცალფეხო ბილიკით აკავშირებს მდინარე ბავიუს (ბზიფის მარჯვენა შენაკადი) ხეობას ლაშიფსის ხეობასთან.
ანჩხოს უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 43°28′57″ ჩ. გ. 40°41′51″ ა. გ. / 43.48250° ჩ. გ. 40.69750° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გუდაუთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2031 მ |
ქედი | ანჩხოს ქედი |
ლიტერატურა რედაქტირება
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 172.
სქოლიო რედაქტირება
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 16.