ანტუან დაგატა (ფრანგ. Antoine D'Agata; დ. 1961) — ფრანგი ფოტოგრაფი და რეჟისორი.

ანტუან დაგატა დაიბადა 1961 წელს მარსელში. 1983 წელს დატოვა საფრანგეთი და წამოიწყო მოგზაურობა მსოფლიოს მასშტაბით. ფოტოგრაფიით 30 წლის ასაკში დაინტერესდა. იგი ფოტოგრაფიას ეუფლებოდა ნიუ-იორკის ფოტოგრაფიის საერთაშორისო ცენტრში ლარი კლარკისა და ნან გოლდინის მეურვეობის ქვეშ.[1] დაგატამ 1998 წელს ნიპრის პრიზი აიღო ახალგაზრდა ფოტოგრაფებისთვის.[2] 2008 წლიდან შეუერთდა მაგნუმის ფოტოგრაფთა ასოციაციას. გამოსცა ფოტოწიგნები: Vortex, Insomnia, Stigma და Manifeste. ასევე, მას ეკუთვნის ცნობილი გამოფენა 1001 Nuits პარიზში. იგი ძირითადად ეხება ტაბუდადებულ თემებს,[3], როგორებიც არის ნარკომანია, დეპრესია, პროსტიტუცია და ა.შ. ფოტოგრაფიასთან ერთად ანტუან დაგატა ფილმების გადაღებითაცაა გატაცებული. მას გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი და გადაღებული აქვს სამი მხატვრული ფილმი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Antoine d’Agata interviewed by Arja Hyytiainen. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-26. ციტირების თარიღი: 2011-11-22.
  2. Antoine D'Agata. ციტირების თარიღი: 2012-01-08.
  3. Fear, Desire, Drugs and, Fucking. Photographer Antoine D’Agata Lives a Life Less Ordinary By Alex Sturrock, Antoine D’Agata. ციტირების თარიღი: 2011-11-22.