ანტიპროტონი
ანტიპროტონი (ძვ. ბერძნ. ἄντα (ἀντί) [anti] — „წინააღმდეგ“, „ნაცვლად“ და πρῶτος [prōtos] — „პირველი“; აღმნიშვნელი სიმბოლო — ) — პროტონის ანტინაწილაკი. ანტიპროტონის მასა (938,2 მეგევ) და სპინი (1/2) პროტონის მასისა და სპინის ტოლია. ელექტრული მუხტი, მაგნიტური მომენტი, ბარიონული მუხტი და იზოტოპური სპინის მესამე მდგენელი პროტონის შესაბამისი სიდიდეების საპირისპირო ნიშნისაა.
ანტიპროტონი | |
---|---|
ანტიპროტონის სტრუქტურა | |
ოჯახი | ფერმიონი |
ჯგუფი | ჰადრონი, ბარიონი, N-ბარიონი, ანტინუკლონი, ანტინაწილაკი |
მონაწილეობს ურთიერთქმედებაში | ძლიერი, სუსტი, ელექტრომაგნიტური და გრავიტაციული |
ანტინაწილაკი | პროტონი |
მასა | 938.2719(98) მევ |
სიცოცხლის ხანგრძლივობა | >7⋅105 წ.) |
აღმოჩენილია | ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტში პროტონების დამაჩქარებელზე (1955) |
სახელი მომდინარეობს | ძვ. ბერძნ. ἄντα (ἀντί) [anti] — „წინააღმდეგ“, „ნაცვლად“ და πρῶτος [prōtos] — „პირველი“ |
კვანტური რიცხვი | |
ელექტრული მუხტი | -1 |
ბარიონული მუხტი | +1 |
სპინი | ½ ħ |
იზოტოპური სპინი | -½ |
სხვა მონაცემები | |
კვანტური შემადგენლობა | |
დაშლის სქემა | არააქვს ან ჯერ არაა ცნობილი |
ანტიპროტონის არსებობა იწინასწარმეტყველა ელემენტარული ნაწილაკების თანამედროვე თეორიამ, ექსპერიმენტულად კი აღმოაჩინა ე. სეგრეს ჯგუფმა 1955 წელს ბერკლიში (აშშ) ბევატრონზე სპილენძის ბირთვებისა და 6,3 გევ ენერგიამდე აჩქარებული პროტონების ურთიერთქმედებისას, რის შედეგადაც p, p წყვილები წარმოიშობა. პროტონებთან და ნეიტრონებთან დაჯახებისას ანტიპროტონი განიცდის ანიჰილაციას დიდი ენერგიის მქონე 4-5 π-მეზონის გამოსხივებით.
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 492.