ანტიოკიის დეპარტამენტი

კოორდინატები: 6°13′ ჩ. გ. 75°34′ დ. გ. / 6.217° ჩ. გ. 75.567° დ. გ. / 6.217; -75.567

ანტიოკიის დეპარტამენტი (ესპ. Departamento de Antioquia) — კოლუმბიის ერთ-ერთი დეპარტამენტი, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ესაზღვრება კარიბის ზღვას. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი მედელინი. ანტიოკია ქვეყნის სიდიდით მეექვსე დეპარტამენტია, მისი ფართობის 80% მთებს უკავია. დეპარტამენტის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს კოლუმბიის ანდები, იგივე დასავლეთ კორდილიერები და ანტიოკიის მთიანი მასივი, რომელსაც მდინარე კაუკა ჰყოფს.

დეპარტამენტი
ანტიოკიის დეპარტამენტი
Departamento de Antioquia
დროშა გერბი

ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია
ადმ. ცენტრი მედელინი
კოორდინატები 6°41′00″ ჩ. გ. 75°34′00″ დ. გ. / 6.68333° ჩ. გ. 75.56667° დ. გ. / 6.68333; -75.56667
დაარსდა 1826
ფართობი 63 612[1][2] კმ²
ოფიციალური ენა ესპანური ენა
მოსახლეობა 6,299,886[3] კაცი (2013)
სასაათო სარტყელი UTC-5
ოფიციალური საიტი antioquia.gov.co

საშუალო წლიური ტემპერატურა ქალაქ მედელინში 20-21 °C-ია, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა 1500—2000 მმ. ანტიოკიის უდიდესი მდინარეებია — მაგდალენა და კაუკა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Government of Antioquia. Gobernación de Antioquia, República de Colombia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ნოემბერი 2011. ციტირების თარიღი: 4 მაისი 2013.
  2. Kline, Harvey F. (2012). „Antioquia, Department of“, Historical Dictionary of Colombia. Lanham, Maryland: Scarecrow Press, გვ. 45. ISBN 978-0-8108-7813-6. 
  3. DANE. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 13, 2009. ციტირების თარიღი: February 13, 2013.