ანტიგონიდების დინასტია

ანტიგონიდების დინასტია (ბერძ. Ἀντιγονίδαι) — ელინისტური ხანის მაკედონიის სამეფო დინასტია. მეფობდა ძვ. წ. 306 -168 წწ. დინასტიის დამაარსებელია ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავარი ანტიგონე მონოფთალმოსი (ცალთვალა).

ისტორია რედაქტირება

ანტიგონე მონოფთალმოსი ძვ. წ. 301 წელს დაიღუპა იაფსოს ბრძოლაში. მისი ვაჟი დემეტრიოსი ძვ. წ. 286 წელს ტყვედ ჩაუვარდა სელევკე I ნიკატორს. იგი ძვ. წ. 283 წელს გარდაიცვალა. იმავე 283 წელს, დინასტია ხელახლა აღადგინა და გააერთიანა ანტიგონე II მონატმა, რომელიც მეფობდა ძვ. წ. 283-240/239 წწ.

ანტიგონიდების დინასტია ცდილობდა ელინისტური საბერძნეთის დაპყრობას. ამის გამო, ძვ. წ. III საუკუნიდან მას ბრძოლა ჰქონდა ძველი რომის სახელმწიფოსთან.

დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო პერსევსი (ძვ. წ. 178-168 წწ.), რომელიც ტყვედ ჩაიგდეს რომაელებმა. დინასტიამ არსებობა შეწყვიტა, რადგან მაკედონია, რომის პროვინციად გამოცხადდა.

მონეტები რედაქტირება

ანტიგონიდების მონეტები

ლიტერატურა რედაქტირება

  • ს. თეზელიშვილი. მსოფლიოს სამეფო დინასტიები. გამომცემლობა "საქართველოს მაცნე". თბ. 1998 წ.