ანტიგონე (ბერძ. Ἀντιγόνη) — ოიდიპოსისა და იოკასტეს ქალიშვილი, თავისი სურვილით გაჰყვა განდევნილ მამას კოლონოში. ოიდიპოსის სიკვდილის შემდეგ თებეში დაბრუნდა. ანტიგონემ თავისი ბიძის — კრეონტის აკრძალვის მიუხედავად დამარხა თავისი ძმა — პოლინიკი, რომელიც დასჯილი იყო იმით, რომ მკვდარი უნდა გდებულიყო ქუჩაში დაუმარხავი. ასეთი მოქმედებისათვის ანტიგონე ცოცხლად დაასაფლავეს. როდესაც ანტიგონეს სიკვდილი მისმა საქმრომ — მეფე კრეონტის ვაჟმა ჰემონმა გაიგო, მანაც თავი მოიკლა. ანტიგონეს სახე მამა-შვილური და დაძმური სიყვარულის, მოვალეობის შეგნებისა და სიმამაცის განსახიერებაა. ეს საუკეთესოდ აისახა სოფოკლეს ტრაგედიებში — „ოიდიპოსი კოლონუში“ და „ანტიგონე“.[1]

ანტიგონე და მამამისი ტოვებენ თებეს
ანტიგონე და პოლინიკი

სქოლიო რედაქტირება

  1. ნოდარ გაფრინდაშვილი, მითოლოგიური ლექსიკონი, თბილისი: „განათლება“, 1972, გვ. 36.
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  მითოლოგიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მითოლოგიაზე.